მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული, დააჩქაროს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად - ირაკლი კობახიძე
საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული, დააჩქაროს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად - ირაკლი კობახიძე

საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული, დააჩქაროს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად - ირაკლი კობახიძე

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 23:21|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული, დააჩქაროს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთო ერთგულებას მდგრადი განვითარებისადმი.

„ჩემთვის დიდი პატივია, მივმართო „მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026“-ის პატივცემულ აუდიტორიას.მსურს, მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობაში უწყვეტი ლიდერობისთვის და ქვეყნების გაერთიანებისთვის, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი საერთო ერთგულება მდგრადი განვითარებისადმი.ათ წელზე მეტი ხნის წინ ჩვენ დავიწყეთ ამბიციური სვლა 2030 წლისკენ, რათა ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ შეგვეცვალა და ადამიანებისა და პლანეტისთვის ხელშესახები შედეგებისთვის მიგვეღწია. 2015 წელს ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, აგვეშენებინა მსოფლიო, სადაც არავინ დარჩებოდა განვითარების მიღმა. საქართველო ამ საერთო მისიის ერთგული პარტნიორია და კვლავ მტკიცედ არის მოწოდებული, დააჩქაროს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით.ჩვენთვის მდგრადი განვითარება ნიშნავს ისეთი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც ყველა მოქალაქეს სთავაზობს ჯანსაღ, უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ყველასთვის შესაძლებლობად გარდაქმნის; იცავს ბუნებრივ რესურსებს და სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებენ. ამ მისწრაფებას საფუძვლად უდევს ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარი გამოწვევაა, ეკონომიკური ზრდის მაღალი შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა. თუმცა ეკონომიკური შედეგები საერთო სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს. მდგრადი განვითარების მიზნები გვეხმარება, ეს მისწრაფება პრაქტიკულ ნაბიჯებად ვაქციოთ და გვთავაზობს ჩარჩოს ჩვენი ეროვნული პრიორიტეტებისთვის - ეკონომიკური განვითარებიდან, სოფლის მეურნეობიდან და ტურიზმიდან დაწყებული, ენერგოეფექტიანობით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებებით, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენებითა და მწვანე და ინოვაციური სექტორების განვითარებით დასრულებული.ყველა ამ ძალისხმევის ცენტრში დგას პრინციპი, რომ არავინ უნდა დარჩეს განვითარების მიღმა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ განვითარებამ მოიცვას არა მხოლოდ ჩვენი ქალაქები, არამედ სოფლად მცხოვრები მოსახლეობაც და ის ადამიანებიც, რომლებიც შესაძლებლობებზე წვდომის ყველაზე დიდ ბარიერებს აწყდებიან. სწორედ ამიტომ, ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება საქართველოსა და გაეროს 2026–2030 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 172 სტატია.

  • კობახიძე ღარიბაშვილის შეწყალებაზე: არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვასფორმულა
  • კობახიძე პარტიების აკრძალვაზე: ყველაფრისთვის ვართ მომზადებულიტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულებარუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

BM.GE

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

BM.GE

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

BM.GE

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

BM.GE