მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო-საფრანგეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა - გივი მიქანაძე
საქართველო-საფრანგეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა - გივი მიქანაძე

საქართველო-საფრანგეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა - გივი მიქანაძე

BM.GE18 აგვისტო, 2026, 22:55|bm.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027“ პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ახალგაზრდებს სტიპენდიის მიღება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მათივე ცნობით, გივი მიქანაძემ საფრანგეთის მხარესთან ერთობლივად ადმინისტრირებული სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და საფრანგეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა.

"პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence“ 2016 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. 2026 წლიდან პროგრამას საქართველოს მხრიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო საფრანგეთის მხრიდან – საფრანგეთის საელჩო ახორციელებს.

პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობა, ასევე ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.

2016 წლიდან 2026 წლის ჩათვლით, „France Excellence“-ის პროგრამის ფარგლებში 103 სტიპენდიატი დაფინანსდა. მათ შესაძლებლობა მიეცათ, სწავლა საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო საფეხურზე ისეთ მიმართულებებზე გაეგრძელებინათ, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოფლის მეურნეობა, ინჟინერია, მათემატიკა, სტატისტიკა და მენეჯმენტი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ბრიტანული კომპანია „Contact Web Ltd“ საქართველოში ოპერირებას იწყებს

ბრიტანული კომპანია „Contact Web Ltd“ საქართველოში ოპერირებას იწყებს

BM.GE

რა გახდა "ისთ ფოინთში" ევაკუაციის მიზეზი?

რა გახდა "ისთ ფოინთში" ევაკუაციის მიზეზი?

BM.GE

მოსკოვიდან ძალიან მალე გაჟღერდება "გეორგიევსკი 2-თან" დაკავშირებული განცხადება - მამუკა ფიფია

მოსკოვიდან ძალიან მალე გაჟღერდება "გეორგიევსკი 2-თან" დაკავშირებული განცხადება - მამუკა ფიფია

BM.GE