მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრიტანული კომპანია „Contact Web Ltd“ საქართველოში ოპერირებას იწყებს
ბრიტანული კომპანია „Contact Web Ltd“ საქართველოში ოპერირებას იწყებს

ბრიტანული კომპანია „Contact Web Ltd“ საქართველოში ოპერირებას იწყებს

BM.GE18 აგვისტო, 2026, 23:30|bm.ge

ბრიტანულმა კომპანია „Contact Web Ltd“-მა საქართველოში საქმიანობა დაიწყო. „ინვესტიციების სააგენტო" ავრცელებს, რომ კომპანიის საქართველოში შემოსვლა მათი აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

"კომპანიის საქართველოში გაფართოების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2026 წლის აპრილში თბილისში გამართული BPO სექტორის ლიდერების სამიტი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინვესტიციების სააგენტო“ მასპინძლობდა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით მოქმედი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის „Contact Web Ltd“-ის აღმასრულებელი დირექტორი ტომ ჰორნე. ვიზიტის ფარგლებში კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, ბიზნესგარემოსა და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს, ასევე შეხვედროდა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს.

აღნიშნული ვიზიტისა და „ინვესტიციების სააგენტოსთან“ შემდგომი აქტიური თანამშრომლობის შედეგად, „Contact Web Ltd“-მა საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

BPO ინდუსტრიის წარმომადგენელმა კომპანიამ საქართველოს ბაზრის არჩევისას ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ კონკურენტულ უპირატესობებზე, მათ შორის მრავალენოვანი და კვალიფიციური ადამიანური რესურსის ხელმისაწვდომობაზე, ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და ოპერაციულ ხარჯების ეფექტურობაზე.

„Contact Web Ltd“ ციფრული ბიზნეს სერვისებისა და მომხმარებელთა გამოცდილების (CX) მიმართულებით საქმიანობს. საქართველოში მისი გუნდის გაფართოება ეტაპობრივად იგეგმება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტომ ჰორნეს განცხადებით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა ეტაპობრივად 250 ადამიანს მიაღწევს. „Contact Web Ltd“-ის ადგილობრივი გუნდი, საქართველოდან, მსოფლიოს ორ წამყვან ბრენდს მოემსახურება", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კომპანია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინესფორმულა
  • აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანანეტგაზეთი
  • კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი: Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯთეფექტური გავხადოთიმედი
  • "ყველა ის კომპანია, რომელიც არაკეთილსინდისიერად იქცევა, თანამშრომლობს ბარბაროსულ რეჟიმთან, აუცილებლად აგებს პასუხს და გადაიხდის პოლიტიკურ ფასს" - ლაშა ფარულავარუსთავი 2
კომპანია →

მსგავსი სტატიები

19 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

19 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

"შემომითვალეს, რომ აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა“ - ირაკლი ღარიბაშვილი

"შემომითვალეს, რომ აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა“ - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE

“იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა” - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

“იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა” - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

BM.GE

საქართველო-საფრანგეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა - გივი მიქანაძე

საქართველო-საფრანგეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა - გივი მიქანაძე

BM.GE