მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო ცემენტის წარმოებაში სრულიად თვითკმარი გახდება - ირაკლი კობახიძე "ჰანიველ ცემენტის" ახალ პროექტზე
საქართველო ცემენტის წარმოებაში სრულიად თვითკმარი გახდება - ირაკლი კობახიძე "ჰანიველ ცემენტის" ახალ პროექტზე

საქართველო ცემენტის წარმოებაში სრულიად თვითკმარი გახდება - ირაკლი კობახიძე "ჰანიველ ცემენტის" ახალ პროექტზე

BM.GE15 მაისი, 2026, 18:42|bm.ge

საქართველო ცემენტის წარმოებით სრულიად თვითკმარი გახდება - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ კასპის ქარხანაში ახალი, 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ჰანიველ ცემენტი“ ქვეყანაში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ამ პროდუქციის სრული ციკლით წარმოება შეუძლია და ამ პროექტით „ჰანიველ ცემენტი“, კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე.

„მოხარული ვარ, რომ დღეს „ჰანიველ ცემენტი“, კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. იწყება 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, რომელიც ცემენტის წარმოების სრულიად ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიურ ხაზს დაედება საფუძვლად. ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელება, რომელიც 1926 წელს, კასპში პირველი ქარხნის აშენებით დაიწყო. ქართული ცემენტის წარმოების ეს საუკუნოვანი ისტორია ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების განუყოფელი ნაწილია. „ჰანიველ ცემენტი“ ქვეყანაში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ამ პროდუქციის სრული ციკლით წარმოება შეუძლია.

ახალი მასშტაბური პროექტი ჩვენს ქვეყანას საწარმოო სიმძლავრის უპრეცედენტო ზრდას მოუტანს. წარმოება წლიურად 400 000 ტონით გაიზრდება და ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდება ამ თვალსაზრისით სრულიად თვითკმარი - ჩვენ საკუთარი რესურსით, იმპორტზე დამოკიდებულების გარეშე, შეუფერხებლად მოვამარაგებთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ და დეველოპერულ მშენებლობებს. ჩვენი საქმიანობის მთავარი ორიენტირიც სწორედ ესაა - ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცება, იმპორტზე დამოკიდებულების თვისებრივად შემცირება და ადგილობრივი ბაზრისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდება", - განაცხადა კობახიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →პროექტი →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE