მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ჰაბის წარდგენა ტაშკენტში 24 ოქტომბერს გაიმართება
საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ჰაბის წარდგენა ტაშკენტში 24 ოქტომბერს გაიმართება

საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ჰაბის წარდგენა ტაშკენტში 24 ოქტომბერს გაიმართება

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 14:38|bm.ge

24 ოქტომბერს, ტაშკენტში საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ჰაბის (GU Business Hub) წარდგენა გაიმართება. ღონისძიება ორი ქვეყნის მეწარმეებს, ბიზნესის ლიდერებს, ინვესტორებს, კომპანიებსა და ბიზნეს ეკოსისტემის წარმომადგენლებს გააერთიანებს.

საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ჰაბი შეიქმნა, როგორც პლატფორმა, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერება და ქართულ და უზბეკურ კომპანიებს შორის ახალი შესაძლებლობების, პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ჰაბის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გახდეს სანდო დამაკავშირებელი რგოლი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც უზბეკეთის ბაზარზე შესვლით ან საქმიანობის გაფართოებით ინტერესდებიან, და უზბეკური ბიზნესებისთვის, რომლებიც შესაძლებლობებს საქართველოში ეძებენ.

GU Business Hub-ის მიზნებს შორისაა კომპანიების შესაბამის ბიზნეს პარტნიორებთან დაკავშირება, ადგილობრივი ბაზრის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციის გაზიარება, ახალ ბაზარზე შესვლის პროცესის მხარდაჭერა და ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ჰაბი არ არის ტრადიციული საკონსულტაციო კომპანია. ის ვითარდება, როგორც აქტიური ბიზნეს საზოგადოება, რომელიც ეფუძნება სანდო ადგილობრივ კავშირებს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ორივე ქვეყანაში სწორ ადამიანებთან წვდომას.

24 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ბიზნეს საზოგადოება გაიცნობს ჰაბს და მის დამფუძნებლებს და შეიტყობს ორგანიზაციის ხედვას და სამომავლო გეგმებს. ღონისძიებაზე საქართველოს და უზბეკეთის კერძო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, რითაც საქმიანი კონტაქტების და იდეების გაცვლის და თანამშრომლობების ჩამოყალიბების ახალი სივრცე გაჩნება.ა

ღონისძიების სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს და უზბეკეთის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის: საბანკო და ფინანსური სექტორი, ელექტრონული კომერცია, საცალო ვაჭრობა და FMCG, ტექნოლოგიები და ფინტექი, ლოგისტიკა, უძრავი ქონება და დეველოპმენტი, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, საინვესტიციო ფონდები, პროფესიული და ბიზნეს სერვისები, ასევე სხვა სწრაფად მზარდი ინდუსტრიების წარმომადგენლები.

ტაშკენტში დაგეგმილი ოფიციალური წარდგენა ჰაბის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისიც იქნება. სამომავლოდ GU Business Hub გეგმავს რეგულარული ბიზნეს შეხვედრების, დამფუძნებლებთან დისკუსიების, ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და სხვა ფორმატის ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც საქართველოსა და უზბეკეთის ბიზნეს ეკოსისტემებს კიდევ უფრო დააახლოებს.

პარალელურად, GU Business Hub ავითარებს საინფორმაციო პლატფორმასაც. ვებგვერდის, LinkedIn-ის, ყოველკვირეული GU Business Hub Brief-ისა და Insights-ის საშუალებით ჰაბი აუდიტორიას უზიარებს ინფორმაციას ორი ქვეყნის ბაზრებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე, დამფუძნებლების ისტორიებზე, ახალ ბაზარზე შესვლის გამოცდილებებსა და ბიზნეს შესაძლებლობებზე.

GU Business Hub-ის ოფიციალური წარდგენა 24 ოქტომბერს, ტაშკენტში გაიმართება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როცა ირაკლი ღარიბაშვილი ხელს ადებდა მაღალი თანამდებობის პირს, მამუკა მდინარაძეს, არც კი დაინტერესდნენ - ადვოკატი

როცა ირაკლი ღარიბაშვილი ხელს ადებდა მაღალი თანამდებობის პირს, მამუკა მდინარაძეს, არც კი დაინტერესდნენ - ადვოკატი

BM.GE

საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - TOP-10 საექსპორტო საქონელი

საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - TOP-10 საექსპორტო საქონელი

BM.GE

სასამართლომ ვახო სანაიას პატიმრობა მეორედ, ამჯერად 30 დღით მიუსაჯა

სასამართლომ ვახო სანაიას პატიმრობა მეორედ, ამჯერად 30 დღით მიუსაჯა

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომას არ ესწრება - ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომას არ ესწრება - ადვოკატი

BM.GE