მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - TOP-10 საექსპორტო საქონელი
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - TOP-10 საექსპორტო საქონელი

საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - TOP-10 საექსპორტო საქონელი

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 15:46|bm.ge

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 6.15 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 მილიარდი დოლარით ანუ 19.6%-ით მეტია. ექსპორტში პირველი პოზიცია კვლავ მსუბუქ ავტომობილებს უკავია, 1.5 მილიარდი დოლარით, თუმცა ამ საქონელში 23.7%-ის კლება ფიქსირდება. მეორე პოზიცია დაიკავა ნავთობპროდუქტებმა 812 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 1192%-ით არის გაზრდილი, აღნიშნული ძირითადად დაკავშირებულია საქართველოში პირველი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან, მესამე პოზიციას ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 464 მილიონი დოლარით, სადაც ზრდა 68%-ია.

რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, ის 0.6%-ით, 189 მილიონ დოლარამდე შემცირდა, სპირტიანი სასმელების ექსპორტმა კი 6.5%-ით, 188 მილიონ დოლარამდე იკლო.

2026 წლის TOP-10 საექსპორტო საქონელი:

# საქონელი მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან 1 მსუბუქი ავტომობილები $1,529 -23.7% 2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $812 1192.5% 3 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $464 68.0% 4 ფეროშენადნობები $239 56.3% 5 ყურძნის ნატურალური ღვინოები $189 -0.6% 6 სპირტიანი სასმელები $188 -6.5% 7 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $163 141.9% 8 მინერალური და დაგაზიანებული წყლები, შაქრის დანამატების შემცველობით $153 18.1% 9 მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე $141 9.2% 10 აზოტოვანი სასუქები $123 33.7% 11 დანარჩენი საქონელი – სულ $2,152 16.9%

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ციფრული ცვლილებები კონკრეტულ ბიზნესამოცანებს უნდა ებმოდეს": GPI Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია

"ციფრული ცვლილებები კონკრეტულ ბიზნესამოცანებს უნდა ებმოდეს": GPI Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია

BM.GE

თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

BM.GE

როცა ირაკლი ღარიბაშვილი ხელს ადებდა მაღალი თანამდებობის პირს, მამუკა მდინარაძეს, არც კი დაინტერესდნენ - ადვოკატი

როცა ირაკლი ღარიბაშვილი ხელს ადებდა მაღალი თანამდებობის პირს, მამუკა მდინარაძეს, არც კი დაინტერესდნენ - ადვოკატი

BM.GE

სასამართლომ ვახო სანაიას პატიმრობა მეორედ, ამჯერად 30 დღით მიუსაჯა

სასამართლომ ვახო სანაიას პატიმრობა მეორედ, ამჯერად 30 დღით მიუსაჯა

BM.GE