
საქართველოდან ლუდის ექსპორტი 38%-ით შემცირდა, მთავარი ბაზარი კი რუსეთი გახდა
საქართველოდან ლუდის ექსპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის ხუთ თვეში ქვეყნიდან 1,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1 674 582 ლიტრი ლუდი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 მლნ აშშ დოლარის 2 646 035 ლიტრი. ექსპორტის კლება დაახლოებით 38%-ია.
ქართული ლუდის მთავარი საიმპორტო ბაზარი წელს რუსეთი გახდა, გასულ წელს კი ყაზახეთი იყო. აღნიშნული რუსეთში ლუდის ექსპორტის მატებამ და ყაზახეთში კი ექსპორტის შეწყვეტამ გამოიწვია. კერძოდ, რუსეთში წელს 554 400 აშშ დოლარის 480 071 ლიტრი ლუდი გავიდა, გასულ წელს კი ამ ქვეყანაში ლუდის ექსპორტი 432 700 აშშ დოლარი და 364 364 ლიტრი იყო. რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, ქვეყნიდან 6,3 მლნ აშშ დოლარის 5 242 902 ლიტრი ლუდის ექსპორტი განხორციელდა. საქართველოდან ლუდის მთავარი საექსპორტო ბაზრების TOP-10 ასე გამოიყურება:
• ყაზახეთი - 1,1 მლნ აშშ დოლარი, 1 019 300 ლიტრი • რუსეთი - 1 მლნ აშშ დოლარი, 854 602 ლიტრი • სომხეთი - 834 800 აშშ დოლარი, 812 473 ლიტრი • ისრაელი - 543 800 აშშ დოლარი, 545 643 ლიტრი • აზერბაიჯანი - 442 600 აშშ დოლარი, 238 004 ლიტრი • ყირგიზეთი - 296 100 აშშ დოლარი, 195 728 ლიტრი • ჩინეთი - 282 500 აშშ დოლარი, 198 137 ლიტრი • უზბეკეთი - 264 100 აშშ დოლარი, 182 957 ლიტრი • ლატვია - 236 300 აშშ დოლარი, 162 308 ლიტრი • თურქმენეთი - 232 900 აშშ დოლარი, 114 807 ლიტრი
ცნობისთვის, ლუდის ექსპორტის რეკორდი 2023 წელს დაფიქსირდა, მას შემდეგ კი ყოველწლიურად კლების ტენდენცია ნარჩუნდება.2020 წელი - 5 მლნ აშშ დოლარი2021 წელი - 2,6 მლნ აშშ დოლარი2022 წელი - 4,7 მლნ აშშ დოლარი2023 წელი - 8,4 მლნ აშშ დოლარი2024 წელი - 7 მლნ აშშ დოლარი2025 წელი - 6,3 მლნ აშშ დოლარი
BM.GE
წყარო: bm.ge