მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტზე მოსაკრებელი დაწესდა
საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტზე მოსაკრებელი დაწესდა

საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტზე მოსაკრებელი დაწესდა

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 18:44|bm.ge

საქართველოდან თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტსა და ტრანზიტზე მოსაკრებელი დაწესდა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაშია აღნიშნული. სიგარეტის შემთხვევაში მოსაკრებელი კილოგრამზე 1 ლარის ოდენობით; სიგარილებზე, ხოლო თამბაქოს ნედლეულზე, ასევე ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს ნედლეულზე კილოგრამზე 30 თეთრის ოდენობით იქნება.

"სეს ესნ-ის 2402 10 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარილის, 2402 20 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარეტისა და 2404 11 000 00, 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული საქონლის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმებაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 კილოგრამზე 1 ლარის ოდენობით;

სეს ესნ-ის 2403 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჩილიმით მოსაწევი თამბაქოსა და 2401 სასაქონლო პოზიციაში და 2403 19 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული თუთუნის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმებაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 კილოგრამზე 0.3 ლარის ოდენობით", - ნათქვამია დოკუმენტში.

საქსტატის თანახმად, საქართველოდან აღნიშნული კატეგორიის საქონლის რეექსპორტი აქტიურად ხორციელდება, უფრო დეტალურად 2026 წლის 9 თვეში დასახელებული საქონლის რეექსპორტი 54.5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კადრებზე მოთხოვნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება, ბაზარი საჭირო ადამიანურ რესურსს ვერ აკმაყოფილებს - ეკატერინე ქავთარაძე

კადრებზე მოთხოვნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება, ბაზარი საჭირო ადამიანურ რესურსს ვერ აკმაყოფილებს - ეკატერინე ქავთარაძე

BM.GE

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

BM.GE

III კვარტალში საქართველოში 19.6 ათასი ტონა ხორცი იწარმოვა | საქსტატი

III კვარტალში საქართველოში 19.6 ათასი ტონა ხორცი იწარმოვა | საქსტატი

BM.GE

სპეციალისტების ნაკლებობა, კადრების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა აწუხებს დღეს ბიზნესს?

სპეციალისტების ნაკლებობა, კადრების დეფიციტი და ბიუროკრატიული ბარიერები - რა აწუხებს დღეს ბიზნესს?

BM.GE