მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველომ 4 თვეში $6.5 მილიონის წინდები და კოლჰოტები შეიძინა - მთავარი მომწოდებელი ჩინეთია
საქართველომ 4 თვეში $6.5 მილიონის წინდები და კოლჰოტები შეიძინა - მთავარი მომწოდებელი ჩინეთია

საქართველომ 4 თვეში $6.5 მილიონის წინდები და კოლჰოტები შეიძინა - მთავარი მომწოდებელი ჩინეთია

BM.GE1 ივნისი, 2026, 01:06|bm.ge

წელს, პირველ ოთხ თვეში, საქართველომ კოლჰოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი საშუალოდ 19.2%-ით უფრო ძვირად შეიძინა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ერთ ტონაში გადახდილი საშუალო ფასი 13,840 დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2025 წლის ამავე პერიოდში მაჩვენებელი 11,606 დოლარი იყო.

სტატისტიკის მიხედვით, ამავე პერიოდში გაიზარდა როგორც იმპორტის ღირებულება, ისე მოცულობაც. 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში შემოსული წინდის ნაწარმის იმპორტმა 6.52 მლნ დოლარი და 471 ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.7%-იანი ზრდაა ღირებულებით და 1.2%-იანი ზრდა მოცულობით. შედარებისთვის, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში იმპორტი 5.40 მლნ დოლარს და 465 ტონას შეადგენდა.

კოლჰოტებისა და წინდის ნაწარმის ძირითადი მოცულობა კვლავ ჩინეთიდან შემოვიდა, საიდანაც საქართველომ 2.4 მლნ დოლარის ღირებულების 273 ტონა პროდუქცია შეიძინა. მეორე უმსხვილეს მომწოდებლად თურქეთია - 2 მლნ დოლარი და 117 ტონა.

ჩამონათვალში ასევე არიან: იტალია - 380 ათასი დოლარი (6 ტონა), გერმანია - 321 ათასი დოლარი (14 ტონა), აშშ - 301 ათასი დოლარი (23 ტონა), პოლონეთი - 196 ათასი დოლარი (10 ტონა), ესპანეთი - 159 ათასი დოლარი (2 ტონა), ნიდერლანდები - 104 ათასი დოლარი (1 ტონა), რუმინეთი - 102 ათასი დოლარი (4 ტონა) და საფრანგეთი - 93 ათასი დოლარი (5 ტონა), საიდანაც საქართველოში აღნიშნული კატეგორიის პროდუქცია შემოვიდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ძლიერად ვმართავთ პროცესებს, ან მოწამეობრივად დავიღუპებით" - პეზეშკიანი გადადგომის შესახებ ცნობებს უარყოფს

"ძლიერად ვმართავთ პროცესებს, ან მოწამეობრივად დავიღუპებით" - პეზეშკიანი გადადგომის შესახებ ცნობებს უარყოფს

BM.GE

იურიდიული კომპანია Kirkland-ი საკუთარი AI-ს შესაქმნელად $500 მილიონს გამოყოფს

იურიდიული კომპანია Kirkland-ი საკუთარი AI-ს შესაქმნელად $500 მილიონს გამოყოფს

BM.GE

„ხახაბო“ ნატახტარში მასშტაბური საწარმოს აშენებას გეგმავს - ინვესტიცია ₾10 მილიონამდე

„ხახაბო“ ნატახტარში მასშტაბური საწარმოს აშენებას გეგმავს - ინვესტიცია ₾10 მილიონამდე

BM.GE

დღეიდან შსს საჯარო კომუნიკაციების მონიტორინგს და რეაგირებას იწყებს

დღეიდან შსს საჯარო კომუნიკაციების მონიტორინგს და რეაგირებას იწყებს

BM.GE