მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველომ, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა და თურქეთმა სუფთა ენერგიის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
საქართველომ, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა და თურქეთმა სუფთა ენერგიის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

საქართველომ, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა და თურქეთმა სუფთა ენერგიის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 21:57|bm.ge

საქართველომ, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა და თურქეთმა სუფთა ენერგიის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ Report-ი წერს.

“აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას” ხელი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, თურქეთში მოეწერა. ქართული მხარის სახელით დოკუმენტის ხელმომწერი საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილია.

შეთანხმების მიზანი აზერბაიჯანი–საქართველოს–თურქეთის–ბულგარეთის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარება, რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაძლიერება და ენერგიის გადაცემის მარშრუტების დივერსიფიკაციაა. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას სუფთა ელექტროენერგიის გადაცემისა და მიწოდების სფეროში, მისი უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი პირობების განსაზღვრას, ასევე პროექტის ფარგლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის გაუმჯობესებას.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. უწყების გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზის ქსელი სრულად ელექტრიფიცირებულია, რაც მყარ საფუძველს ქმნის დაბალი ემისიის მქონე სატვირთო გადაზიდვებისთვის.

„ჩვენ ვაგრძელებთ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, გამტარუნარიანობის გაფართოებას და მოძრავი შემადგენლობის განახლებას, რათა მეტად შევუწყოთ ხელი დაბალი ემისიის მქონე სატვირთო ტრანსპორტზე გადასვლას.

ჩვენი სარკინიგზო მოდერნიზაციის პროექტით, რომელიც 2025 წელს დასრულდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა გამტარუნარიანობა და საიმედოობა და, ამასთან, ტრანზიტის დრო განახევრდა. მიმდინარე წლის ივნისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სრული დატვირთვით ამოქმედდა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობით აზიასა და ევროპას შორის დაკავშირებადობა კიდევ უფრო გააძლიერა“, - განაცხადა ქვრივიშვილმა ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთ-ერთი საკვანძო პროექტია, რომლის ამოქმედებაც 2029 წლისთვის იგეგმება.

„ანაკლია გააძლიერებს რკინიგზისა და ნავსადგურის ინტეგრაციას და თანამედროვე, ენერგოეფექტური საპორტო ოპერაციებისთვის შექმნის შესაძლებლობებს. ჩვენ ასევე ვახორციელებთ საზღვაო გარემოსდაცვით ინიციატივებს, მათ შორისაა „ლურჯი პორტების“ პროექტი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) თანამშრომლობა GreenVoyage2050 პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, შუა დერეფნის წარმატება დამოკიდებულია კოორდინირებულ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე, სინქრონიზებულ ოპერაციებსა და გამარტივებულ სასაზღვრო პროცედურებზე მონაწილე ქვეყნებში. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონულ პარტნიორებთან ამ მიზნების მისაღწევად.

„მწვანე ტრანზიცია ასევე მოითხოვს ინვესტიციებსა და კლიმატური საკითხების დაფინანსებას. შესაბამისად, მივესალმებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, განვითარების პარტნიორებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას.

მან მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2024 წელს საზღვაო „ერთიან ფანჯარაზე“ გადასვლის შემდეგ, საზღვაო ადმინისტრაციული პროცედურების დრო დაახლოებით 24 საათიდან ერთ საათამდე შემცირდა. აგრეთვე, სარკინიგზო საზღვრის გადაკვეთის პროცედურები დაახლოებით 7,5-ჯერ დაჩქარდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ სატრანსპორტო დოკუმენტაციის დიგიტალიზაციას და ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემების განვითარებას ტვირთების მეთვალყურეობისა და ოპერაციული ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თურქეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში COP31-ის ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • თურქეთში, ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდატვ პირველი
  • მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა - ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავესფორმულა
  • ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავესნეტგაზეთი
თურქეთის →

მსგავსი სტატიები

"ეროვნულ ბანკს საქართველოს რეზერვების 15% ჩინეთში მიაქვს"|რომან გოცირიძის კითხვები და მოსაზრება

"ეროვნულ ბანკს საქართველოს რეზერვების 15% ჩინეთში მიაქვს"|რომან გოცირიძის კითხვები და მოსაზრება

BM.GE

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო

BM.GE

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად წელს?

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად წელს?

BM.GE

საფრანგეთმა სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევაში ირანი დაადანაშაულა

საფრანგეთმა სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევაში ირანი დაადანაშაულა

BM.GE