მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კანადა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას 155 მილიონი დოლარის ოდენობით გადასცემს
კანადა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას 155 მილიონი დოლარის ოდენობით გადასცემს

კანადა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას 155 მილიონი დოლარის ოდენობით გადასცემს

ფორმულა|formulanews.ge

კანადა უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, დევიდ მაკგინტიმ, ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) 37-ე შეხვედრაზე განაცხადა.

კანადის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:

45 მილიონი დოლარი ჩეხეთის საბრძოლო მასალების ინიციატივისთვის, რაც კანადის საერთო კონტრიბუციას 500 მილიონ დოლარზე მეტამდე გაზრდის; კანადის შეიარაღებული ძალების მარაგებიდან 1.6 მილიონამდე 20-მილიმეტრიანი საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინას, მათ შორის, „შაჰედის“ ტიპის დრონებთან ბრძოლაში დაეხმარება; 80 მილიონი დოლარი კანადური კომპანია WESCAM-ის წარმოების MX-15D სენსორული სისტემებისთვის, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს; 30 მილიონი დოლარის ღირებულების ზამთრის ტანსაცმელი და აღჭურვილობა; დაახლოებით 250 000 ინდივიდუალური საკვების პაკეტი უკრაინელი სამხედროებისთვის.

უწყების განმარტებით, დახმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, საბრძოლო ოპერაციების მხარდაჭერასა და რთულ საველე პირობებში მყოფი სამხედროების მომარაგებას ისახავს მიზნად.

„კანადის მხარდაჭერა კვლავ უნდა პასუხობდეს უკრაინული ძალების საჭიროებებს. საჰაერო თავდაცვის გაძლიერებიდან დაწყებული, კრიტიკული საბრძოლო მასალებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფით დასრულებული, ეს კონტრიბუცია უკრაინას საკუთარი მოსახლეობის დაცვასა და თავდაცვის გაგრძელებაში დაეხმარება“, — განაცხადა დევიდ მაკგინტიმ.

კანადის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე ქვეყანას უკრაინისთვის 8.5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება აქვს გამოყოფილი. უკრაინისთვის გაწეული საერთო დახმარება კი თითქმის 25.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 167 სტატია.

  • მედია: კაია კალასი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს​რუსთავი 2
  • ზელენსკი უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის მოლაპარაკებებზე: საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი გვაქვსტვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი "გაანეიტრალა" - ზელენსკიBM.GE
  • აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი
უკრაინის →მილიონი →

მსგავსი სტატიები

ვახო სანაია თავისუფალია

ვახო სანაია თავისუფალია

ფორმულა

კვლევა: თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი ბინის იპოთეკა ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი

კვლევა: თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი ბინის იპოთეკა ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი

ფორმულა

სი ძინპინი პუტინს შეხვდა

სი ძინპინი პუტინს შეხვდა

ფორმულა

გამრეკელის ქუჩაზე წყლის მილი დაზიანდა - ჩაინგრა გზის საფარი

გამრეკელის ქუჩაზე წყლის მილი დაზიანდა - ჩაინგრა გზის საფარი

ფორმულა