
საქართველომ სომხეთიდან $210.2 მლნ-ის საქონელი იყიდა - რამ განაპირობა იმპორტის 77%-იანი ზრდა?
სომხეთი საქართველოს მეცხრე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია, საიდანაც, ოფიციალური სტატისტიკით, 2026 წლის 7 თვეში იმპორტის 77.4%-იანი ზრდა ფიქსირდება, 210.2 მლნ დოლარამდე.
აღსანიშნავია, რომ მეზობელი ქვეყნიდან იმპორტის ასეთი მკვეთრი მატება სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტის გააქტიურებას უკავშირდება, რომელიც გასული წლის იანვარ-ივლისის $32.3 მლნ-დან თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2026 წლის ამავე პერიოდში 122.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედარებით მცირე ზრდა დაფიქსირდა მსუბუქ ავტომობილებზე, ძვირფასი ლითონების მადნებზე და შოკოლადის ნაწარმზე.
საქსტატის მონაცემებით, სომხეთიდან ძირითადი საიმპორტო საქონელი ასე გამოიყურება:
# დასახელება აშშ დოლარი წლიური ცვლილება 1 მადნები და კონცენტრატები სპილენძის 122.28 მლნ +278.2% 2 მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა 13.47 მლნ +35% 3 ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები 13.39 მლნ -13.4% 4 მსუბუქი ავტომობილები 9.89 მლნ +79.3% 5 შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები 4.33 მლნ +175.5% 6 მოჭრილი ყვავილები და კოკრები 4.07 მლნ +58.5% 7 ელექტროენერგია 4.03 მლნ -7% 8 სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან 2.97 მლნ -81.8% 9 ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან 2.85 მლნ +35.2% 10 გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო, ახალი 2.30 მლნ +46.9%
წელს სომხეთი 591.3 მლნ დოლარის სავაჭრო ბრუნვით, მეშვიდე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ექსპორტი 7 თვეში 381.1 მლნ დოლარი იყო, რაც 31.2%-იანი წლიური ზრდაა.
BM.GE
წყარო: bm.ge