მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველომ წელს $6.97 მილიონის სათვალე შეიძინა|სად ვყიდულობთ?
საქართველომ წელს $6.97 მილიონის სათვალე შეიძინა|სად ვყიდულობთ?

საქართველომ წელს $6.97 მილიონის სათვალე შეიძინა|სად ვყიდულობთ?

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 12:40|bm.ge

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სათვალეების იმპორტმა 6.97 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყანაში 6.17 მილიონი დოლარის ღირებულების სათვალეები შემოვიდა.

ღირებულებასთან ერთად გაიზარდა იმპორტის მოცულობებიც. თუ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 155 ტონა სათვალე შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 150 ტონა. შესაბამისად, იმპორტის მოცულობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა.

მომწოდებელ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ჩინეთია, საიდანაც საანგარიშო პერიოდში 2.7 მილიონი დოლარის ღირებულების, 127 ტონა სათვალე შემოვიდა. მეორე ადგილს იტალია იკავებს, საიდანაც 2.6 მილიონი დოლარის ღირებულების 7.2 ტონა პროდუქცია შემოვიდა.

მომწოდებლების რეიტინგში მესამე ადგილზე არაბთა გაერთიანებული საამიროებია. ამ ბაზრიდან საქართველოში 379 ათასი დოლარის ღირებულების, 500 კილოგრამი სათვალე შემოვიდა. შემდეგ მოდის საფრანგეთი, საიდანაც იმპორტის ღირებულებამ 337 ათასი დოლარი, ხოლო მოცულობამ 3.9 ტონა შეადგინა.

TOP-10 მომწოდებელ ქვეყანას შორის ასევე არიან თურქეთი, გერმანია, ესპანეთი, ჰონკონგი, ავსტრია და ნიდერლანდები.

თურქეთიდან იმპორტმა 134.4 ათასი დოლარი და 6.5 ტონა შეადგინა, გერმანიიდან კი 134.3 ათასი დოლარი და 2.1 ტონა. ესპანეთიდან საქართველოში 110 ათასი დოლარის ღირებულების, 600 კილოგრამი სათვალე შემოვიდა, ჰონკონგიდან კი 80 ათასი დოლარის ღირებულების, 2 ტონა. ათეულს ავსტრია და ნიდერლანდები ასრულებენ. ორივე ქვეყნიდან იმპორტის მოცულობა 500 კილოგრამი იყო, ღირებულებამ კი, შესაბამისად, 73 ათასი და 57 ათასი დოლარი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“ბევრი კომპანია უკვე მომწიფდა აქციების გამოშვებისთვის” - თბილისის საფონდო ბირჟის დირექტორი

“ბევრი კომპანია უკვე მომწიფდა აქციების გამოშვებისთვის” - თბილისის საფონდო ბირჟის დირექტორი

BM.GE

„საქართველოსნაირ პატარა ბაზარზე ქსელების გამსხვილება საბოლოოდ მომხმარებლისთვის იქნება სასარგებლო“ - გიორგი ხაბაშვილი

„საქართველოსნაირ პატარა ბაზარზე ქსელების გამსხვილება საბოლოოდ მომხმარებლისთვის იქნება სასარგებლო“ - გიორგი ხაბაშვილი

BM.GE

დღეს, ისნისა და სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ქუჩები

დღეს, ისნისა და სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ქუჩები

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE