მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „საქართველოსნაირ პატარა ბაზარზე ქსელების გამსხვილება საბოლოოდ მომხმარებლისთვის იქნება სასარგებლო“ - გიორგი ხაბაშვილი
„საქართველოსნაირ პატარა ბაზარზე ქსელების გამსხვილება საბოლოოდ მომხმარებლისთვის იქნება სასარგებლო“ - გიორგი ხაბაშვილი

„საქართველოსნაირ პატარა ბაზარზე ქსელების გამსხვილება საბოლოოდ მომხმარებლისთვის იქნება სასარგებლო“ - გიორგი ხაბაშვილი

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 13:00|bm.ge

FMCG სექტორი ტრანსფორმაციისა და ოპტიმიზაციის ეტაპზეა. დედაქალაქში ახალი სუპერმარკეტების ბუმის შენელებისა და ბაზრის გაჯერების ფონზე, დღის წესრიგში არსებული ობიექტების ეფექტურობის გაზრდა დგება.

რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელი და „გუდვილის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ხაბაშვილი მიიჩნევს, რომ ბაზარზე მსხვილი მოთამაშეების გაერთიანება ან გამსხვილება პირდაპირ აისახება პროდუქციის საბოლოო ფასსა და მომხმარებლის ინტერესებზე.

ამასთანავე, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ლოგისტიკური ხარჯებისა და ინფლაციური წნეხის ფონზე, რიტეილერები მუდმივად ეძებენ ალტერნატიულ გზებს დაბალი ფასების შესანარჩუნებლად. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიული გამოსავალი ხაბაშვილის თქმით, სწორედ ქსელების გამსხვილება და შესყიდვების მასშტაბის გაზრდაა.

„თუ ბაზარზე გამსხვილებები მოხდება და ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება, საქართველოსნაირ პატარა ბაზარზე ეს მომხმარებლისთვის საბოლოო ჯამში სასარგებლო ტენდენცია იქნება.

ლოგიკა ძალიან მარტივია: რაც უფრო დიდია ქსელის შესყიდვის ძალა, მით უფრო უკეთესი ფასის მიღება შეუძლია მას. ეს ეხება როგორც იმპორტირებულ პროდუქციას, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებთან პირდაპირ მოლაპარაკებებსა და შესყიდვებს. შესაბამისად, როდესაც კომპანია პროდუქციას უფრო იაფად ყიდულობს, მას აქვს შესაძლებლობა, დახლზეც უკეთესი და კონკურენტული ფასი შესთავაზოს მომხმარებელს. ეს ნიშნავს მეტ მიმზიდველობას, მეტ მომხმარებელსა და საბოლოო ჯამში მეტ შენაძენს.

ზოგიერთს შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა, ხომ არ მოჰყვება გამსხვილებას ბაზარზე რისკები? მინდა აღვნიშნო, რომ იმის საფრთხე, თითქოს ბაზარზე მხოლოდ ერთი მოთამაშე დარჩება, უბრალოდ არ არსებობს. ამას, პირველ რიგში, ჩვენი ადგილობრივი კანონმდებლობაც მკაცრად ზღუდავს.

პირობითად რომ წარმოვადგინოთ, ბაზარზე 3 ან 4 მსხვილი ქსელიც რომ დარჩეს (თუმცა მე პირადად ვფიქრობ, რომ ქსელების სიმრავლე მაინც შეინარჩუნებს არსებობას), მათ შორის ყოველთვის იქნება უაღრესად მაღალი კონკურენცია. ეს კომპანიები ყოველდღიურ რეჟიმში შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მიიზიდონ თავისკენ, რაც კონკურენციის ხარისხს მუდმივად მაღალ ნიშნულზე დაიჭერს.

დღეს სექტორში უმნიშვნელოვანესი პროცესები მიმდინარეობს. იმ ფონზე, როდესაც ოპერატორებს ეზრდებათ საოპერაციო ხარჯები, იქნება ეს იჯარა, ლოგისტიკა თუ ცოცხალი ძალის დეფიციტი, - ქსელები იძულებულნი არიან, საკუთარი მარჟების შემცირების ხარჯზე შეინარჩუნონ ფასები. სწორედ ამიტომ, მასშტაბის ეფექტის გამოყენება და ბაზარზე პოზიციების გამყარება არის ის ბუნებრივი ეკონომიკური გზა, რომელიც სექტორს მდგრადობას, ხოლო მომხმარებელს მისაღებ ფასებს შეუნარჩუნებს“. - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ხაბაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ნოემბრიდან გრიპის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი“ - საქართველოში რომელი ვირუსები ცირკულირებს?

„ნოემბრიდან გრიპის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი“ - საქართველოში რომელი ვირუსები ცირკულირებს?

BM.GE

FDI-ის დინამიკა და რეალობა: რა დგას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვებს მიღმა?

FDI-ის დინამიკა და რეალობა: რა დგას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვებს მიღმა?

BM.GE

“ბევრი კომპანია უკვე მომწიფდა აქციების გამოშვებისთვის” - თბილისის საფონდო ბირჟის დირექტორი

“ბევრი კომპანია უკვე მომწიფდა აქციების გამოშვებისთვის” - თბილისის საფონდო ბირჟის დირექტორი

BM.GE

საქართველომ წელს $6.97 მილიონის სათვალე შეიძინა|სად ვყიდულობთ?

საქართველომ წელს $6.97 მილიონის სათვალე შეიძინა|სად ვყიდულობთ?

BM.GE