მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველომ თურქმენეთთან ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა
საქართველომ თურქმენეთთან ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა

საქართველომ თურქმენეთთან ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა

BM.GE17 ივლისი, 2026, 20:54|bm.ge

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ მოაწერა.

მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თურქმენეთის მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროს შორის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ითვალისწინებს.

სამინისტროს ცნობით, ეს დოკუმენტი მიზნად სამშენებლო მრეწველობის, მაღალი ტექნოლოგიების, კვლევისა და განვითარების, ინოვაციებისა და ტექნიკური რეგლამენტირების მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს.

უწყების ცნობით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს:

• ეკოლოგიურად სუფთა და რესურსდამზოგველი ტექნოლოგიების შექმნას; • ახალი სამშენებლო მასალების წარმოებაში ინოვაციური სამეცნიერო-ტექნიკური გამოცდილების გაზიარებას; • სტანდარტიზაციის სფეროში პარტნიორობას; • სამრეწველო ნედლეულის ტრანსპორტირების ხელშეწყობას; • ერთობლივი ბიზნესფორუმებისა და სემინარების ორგანიზებას.

დოკუმენტების გაცვლის ოფიციალური ცერემონია საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქმენეთის პრეზიდენტი ესწრებოდნენ.

ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჯანდაცვის სფეროშიც გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ჯანდაცვის მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო და სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებით ერთობლივი პროექტების განხორციელება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

BM.GE

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

BM.GE

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

BM.GE