მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 20:34|bm.ge

1-ელი სექტემბრიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით არის შესაძლებელი. ამასთან, იმის მიხედვით თუ რა სტატუსს ფლობს მომხმარებელი ან ბანკის რომელი ბარათით სარგებლობს, (მაგალითად, Student Card-ი, sCool Card-ი თუ სხვა) მასზე ვრცელდება

შეღავათიანი ან უფასო ტარიფი.

კერძოდ, Student Card-ის მფლობელები 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. sCool Card-ის გამოყენებისას კი მგზავრობა სრულიად უფასოა.

ვინ შეძლებს ისარგებლოს შეღავათით:

• ნებისმიერი სტუდენტი თუ მოსწავლე, რომელსაც აქვს საქართველოს ბანკის ბარათი და შესაბამისი აქტიური სტატუსი, სატრანსპორტო შეღავათით სარგებლობას ავტომატურად შეძლებს; • ქუთაისის უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩარიცხული სტუდენტები შეღავათიანი ტარიფის გამოყენებას სტუდენტური სტატუსის გააქტიურების შემდეგ შეძლებენ; • მუნიციპალიტეტისგან შეღავათით მოსარგებლე პირები ასევე ისარგებლებენ შეღავათიანი ტარიფით, რომელიც მათ საქართველოს ბანკის საბანკო ბარათებზე ავტომატურად გაუაქტიურდებათ.

საბანკო ბარათის გარდა, მგზავრობის საფასურის გადახდა სამგზავრო ბარათითაც შეგიძლიათ, რომელზეც ასევე შეძლებთ გაიაქტიუროთ სამგზავრო შეღავათი;

როგორ შეუკვეთო საქართველოს ბანკის ბარათი?

თუ ჯერ არ გაქვთ, საქართველოს ბანკის ბარათის შეკვეთა რამდენიმე წამში, სახლიდან გაუსვლელად მობილბანკით შეგიძლიათ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (0 32) 2 444 444 ან გვეწვიოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

BM.GE

„აზერბაიჯანის რკინიგზა“ "შუა დერეფანში" ევროპიდან ტვირთების მოზიდვაზე მუშაობს

„აზერბაიჯანის რკინიგზა“ "შუა დერეფანში" ევროპიდან ტვირთების მოზიდვაზე მუშაობს

BM.GE

VPS თუ გამოყოფილი სერვერი: როგორ შეარჩიოს ბიზნესმა ინფრასტრუქტურა - SERVER1

VPS თუ გამოყოფილი სერვერი: როგორ შეარჩიოს ბიზნესმა ინფრასტრუქტურა - SERVER1

BM.GE