მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

BM.GE30 ივლისი, 2026, 22:27|bm.ge

31 ივლისს, 1 და 2 აგვისტოს „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ინიციატივა ხორციელდება საქართველოს ბანკის ჩართულობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით.

პროექტის ფარგლებში, მეწარმე ქალებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია „ბაზარი ორბელიანზე“ წარადგინონ, ახალი მომხმარებლები მოიზიდონ და თავიანთი საქმიანობის ცნობადობა გაზარდონ. პროექტის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ მათ ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, სამი დღის განმავლობაში მასპინძლობს. გამოფენა-გაყიდვები პარასკევიდან კვირის ჩათვლით იმართება და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ ადგილობრივი მეწარმე ქალების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პროდუქცია : ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, კოსმეტიკა, ტკბილეული და სხვა.

ინიციატივის მიზანია მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, მათი საქმიანობისა და პროდუქციის პოპულარიზაცია, ასევე ადგილობრივი ბრენდების ცნობადობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის მათი გაცნობა.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

BM.GE

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

BM.GE