მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 17:28|bm.ge

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, დიდ ბრიტანეთში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ საინფორმაციო ონლაინ ვებინარზე იწვევს. შეხვედრა 18 სექტემბერს, 18:00 საათზე ჩატარდება. ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია სრული დაფინანსების მოპოვების გზებზე.

საინფორმაციო შეხვედრა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, კითხვები საქართველოს ბანკის სტიპენდიატებსა და Chevening-ის პროგრამის კოორდინატორ პირადად დაუსვან.

ვებინარზე განსახილველი თემები:

• როგორ მოიპოვოთ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია Chevening-ის სასტიპენდიო კონკურსში; • რა უნდა გაითვალისწინოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად; • პრაქტიკული რჩევები საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოწვევების დასაძლევად.

ვებინარის სპიკერები:

• თაკო მურაჩაშვილი — საქართველოს ბანკის სტიპენდიატი; • ლიკა ზურაბიანი — საქართველოს ბანკის სტიპენდიატი; • ვიკა ზამთარაძე — Chevening-ის პროგრამის კოორდინატორი.

დეტალები შეხვედრის შესახებ:

• თარიღი და დრო: 18 სექტემბერი, 18:00 საათი • ფორმატი: ონლაინ • რეგისტრაცია: ვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://go.bog.ge/chevening

შეხვედრაზე დასასწრებ ბმულს დარეგისტრირებული მონაწილეები ვებინარის დაწყებამდე, მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა პროგრამები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის. საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თიბისი და AD BLACK SEA - 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

თიბისი და AD BLACK SEA - 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

BM.GE

აშშ-ის მოსამართლემ დაბლოკა რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტების ყოფნის ვადას ზღუდავდა

აშშ-ის მოსამართლემ დაბლოკა რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტების ყოფნის ვადას ზღუდავდა

BM.GE

საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა - ხიშტოვანი

საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა - ხიშტოვანი

BM.GE

უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ იერიშების შეჩერების მზადყოფნას გამოხატავს

უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ იერიშების შეჩერების მზადყოფნას გამოხატავს

BM.GE