
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ადგილობრივ ბაზარს ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი შეემატა. თბილისში, ორთაჭალაში მულტიფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი Platform გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს 1 ნოემბრიდან მასპინძლობს.
Platform პრემიუმ კლასის სივრცეა, რომელიც მომხმარებლებს ერთ სივრცეში მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს: ფიტნესდარბაზს, ღია საცურაო აუზს, საუნას, ჯაკუზისა და ველნეს-ზონას, სილამაზისა და ესთეტიკურ სალონს.
კომპლექსი გლობალური ბრენდის, Realleader USA-ის პრემიუმ კლასის ტრენაჟორებითაა აღჭურვილი. ამასთან, Platform საქართველოში ამ ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია.
თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთად, სივრცე გამოირჩევა ინტერიერის დახვეწილი დიზაინით, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებითა და მშვიდი გარემოთი.
Platform თბილისში, ორთაჭალაში, ნადიკვარის III ქუჩაზე, Monolith Green City-ის ტერიტორიაზე მდებარეობს.
საქართველოს ბანკისთვის ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბანკი პარტნიორებს ბიზნესის დაწყების, განვითარების, გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების რეალიზების პროცესში მრავალმხრივ მხარდაჭერას უწევს. საქართველოს ბანკი ბიზნესი აერთიანებს ყველაფერს, რაც საქმეს სჭირდება, მათ შორის - როგორც ფინანსურ რესურსებს, ისე ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ინიციატივებსა და პროექტებს.
BM.GE
წყარო: bm.ge