მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Voyager 1-მა ერთი „სინათლის დღის“ დისტანციას მიაღწია
Voyager 1-მა ერთი „სინათლის დღის“ დისტანციას მიაღწია

Voyager 1-მა ერთი „სინათლის დღის“ დისტანციას მიაღწია

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 22:31|bm.ge

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს გამოთვლებით, რობოტულმა ზონდმა Voyager 1-მა დედამიწიდან ერთი „სინათლის დღის“ მანძილს - დაახლოებით 26 მილიარდ კილომეტრს - მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ეს ზღვარი, რომელსაც სინათლე 24 საათში ფარავს, აქამდე არცერთ სხვა კოსმოსურ აპარატს არ გადაულახავს. NASA-ს მონაცემებით, აპარატმა ეს ნიშნული ოთხშაბათს, გრინვიჩის დროით 10:16 საათზე, ანუ საქართველოს დროით 14:16-ზე გადაკვეთა.

ვინაიდან ამ მანძილიდან გამოგზავნილი სიგნალის დედამიწამდე მოღწევას დაახლოებით ერთი დღე სჭირდება, რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის სპეციალისტები ოფიციალურ დასტურს ხუთშაბათს ელოდებიან. ამავე დღეს სააგენტო მიღწევის განსახილველად სპეციალურ ღონისძიებას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ Voyager 1-ი, რომელიც კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველაზე შორეული ობიექტია, საათში თითქმის 61,000 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. ზონდი დედამიწაზე მაგნიტური ველების, კოსმოსური სხივებისა და პლაზმური ტალღების უწყვეტ ნაკადებს 1977 წლიდან აგზავნის. ამ მონაცემებს მეცნიერები საერთაშორისო გიგანტური რადიოანტენების ქსელის მეშვეობით იღებენ.

ცნობისთვის, NASA-მ Voyager 1-ი და მისი ტყუპისცალი ზონდი Voyager 2-ი 1977 წელს გაუშვა. მზის სისტემის ორი უდიდესი პლანეტის - იუპიტერისა და სატურნის - შესწავლის შემდეგ, Voyager 1-მა ჰელიოსფეროს გარე საზღვარი გადაკვეთა და ვარსკვლავთშორის სივრცეში 2012 წელს შევიდა, Voyager 2-მა კი იგივე ზღვარი 2018 წელს გადალახა.

შეხსენებისთვის, Voyager-ის ორივე ზონდზეა განთავსებული ქართული ხალხური სიმღერა "ჩაკრულო".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

24 ნოემბრამდე დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე და დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით

24 ნოემბრამდე დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე და დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით

BM.GE

რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდა მხოლოდ განიხილება, გადაწყვეტილება მიღებული არაა - დავით უტიაშვილი

რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდა მხოლოდ განიხილება, გადაწყვეტილება მიღებული არაა - დავით უტიაშვილი

BM.GE

კრასნოდარის მხარეში ორ ნავთობქარხანას დრონებით შეუტიეს

კრასნოდარის მხარეში ორ ნავთობქარხანას დრონებით შეუტიეს

BM.GE

უცხოეთში გასვლა გადავწყვიტეთ... ფილიალების გახსნა სხვა უნივერსიტეტებსაც უნდათ - "კავკასიის უნივერსიტეტი"

უცხოეთში გასვლა გადავწყვიტეთ... ფილიალების გახსნა სხვა უნივერსიტეტებსაც უნდათ - "კავკასიის უნივერსიტეტი"

BM.GE