მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ყირგიზეთის სავაჭრო ქსელებისა და მომსახურების სფეროს ასოციაციაციას შორის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ყირგიზეთის სავაჭრო ქსელებისა და მომსახურების სფეროს ასოციაციაციას შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ყირგიზეთის სავაჭრო ქსელებისა და მომსახურების სფეროს ასოციაციაციას შორის შეხვედრა გაიმართა

BM.GE29 აპრილი, 2026, 17:49|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ყირგიზეთის სავაჭრო ქსელებისა და მომსახურების სფეროს ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარ მიზანს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება, ერთმანეთის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა და სტრატეგიული მიზნების იდენტიფიცირება წარმოადგენდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორი ქვეყნის ბიზნესგარემო და ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის გამოცდილებას, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე. დადებით გამოცდილებასთან ერთად, მხარეებმა მიმოიხილეს ის ძირითადი ასპექტები და ადმინისტრირების მოქმედი პროცედურები, რომელიც პოტენციურ რისკებს ქმნის ბიზნეს საქმიანობისთვის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.

ბიზნეს კავშირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობასა და ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერაზე, რომელიც მიმდინარე წელს იგეგმება.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია პარტნიორებთან ცოდნისა და იმ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, რაც საგადასახადო ადმინისტრირებისა და ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით დაგვიგროვდა. ყირგიზეთის სავაჭრო ქსელებისა და მომსახურების სფეროს ასოციაციის წარმომადგენლებთან დიალოგი გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავაანალიზოთ საერთო გამოწვევები და ვიპოვოთ გზები, რომლებიც ჩვენი წევრი კომპანიებისთვის სხვადასხვა იურისდიქციაში საქმიანობას უფრო მარტივსა და გამჭვირვალეს გახდის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE