მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრი კომპანიებისთვის ენერგოეფექტურობის ახალი რეგულაციების შესახებ ინტენსიური ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრი კომპანიებისთვის ენერგოეფექტურობის ახალი რეგულაციების შესახებ ინტენსიური ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრი კომპანიებისთვის ენერგოეფექტურობის ახალი რეგულაციების შესახებ ინტენსიური ტრენინგი ჩატარდა

BM.GE3 ივნისი, 2026, 16:26|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) ერთდღიანი ინტენსიური ტრენინგი გაიმართა თემაზე: „ენერგოეფექტურობა ქართული კომპანიებისათვის, ახალი კანონმდებლობის კონტექსტში, ზეგავლენა ბიზნესზე და საუკეთესო უცხოური პრაქტიკა“.

ღონისძიება, რომელიც ISO სტანდარტს ეფუძნებოდა, მიზნად ისახავდა ქართული ბიზნესისთვის იმ ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს განმარტებას, რომელიც ენერგოეფექტურობის კუთხით ქვეყანაში ეტაპობრივად შედის ძალაში. უცხოელმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა დეტალურად განიხილეს ბიზნესის ვალდებულებები, რისკები და ის პრაქტიკული გზები, თუ როგორ შეიძლება რეგულაციებთან შესაბამისობა ხარჯების დაზოგვად, კონკურენტუნარიანობის ამაღლებად და საინვესტიციო მზაობად იქცეს.

სემინარს უძღვებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი წამყვანი ექსპერტები: Jan Hanuš (აღმასრულებელი დირექტორი, ENVIROS, ჩეხეთი), Robert Macek (ენერგო აუდიტორი, ENVIROS), თამარ ჩაკვეტაძე (საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი, ENVIROS) და ირაკლი გივიაშვილი (აღმასრულებელი დირექტორი, მდგრადობის მეცნიერების აკადემია).

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ენერგოეფექტურობის კანონმდებლობა, სავალდებულო ენერგეტიკული აუდიტის ციკლი პირველი კატეგორიის საწარმოებისთვის, მინიმალური მოთხოვნები შენობების მშენებლობა-რენოვაციისას და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. გარდა ამისა, კომპანიებმა მიიღეს პრაქტიკული საგზაო რუკა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან მომდევნო 3–6 თვეში, როგორ გამოიყენონ საერთაშორისო გრანტები და როგორ დანერგონ ნახშირბადის კვალის გამოთვლა თუ ESG ანგარიშგება.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებმა ინტერაქციულ რეჟიმში შეაფასეს საკუთარი ორგანიზაციების მზაობა და განსაზღვრეს უახლოესი პერიოდის პრიორიტეტები.

„ენერგოეფექტურობის ახალი სტანდარტები და საკანონმდებლო მოთხოვნები ქართული ბიზნესისთვის აღარ არის შორეული პერსპექტივა, ეს არის რეალობა, რომელიც უკვე პირდაპირ გავლენას ახდენს საოპერაციო პროცესებზე. ჩვენი მიზანია, წევრ კომპანიებს დავეხმაროთ, რომ ეს რეგულაციები აღიქვან არა როგორც დამატებითი ბიუროკრატიული ტვირთი, არამედ როგორც რეალური ბიზნეს შესაძლებლობა. სწორი ენერგეტიკული მენეჯმენტი და ISO სტანდარტების დანერგვა პირდაპირ აისახება ხარჯების ოპტიმიზაციაზე, ზრდის კომპანიების კონკურენტუნარიანობას და რაც მთავარია, მათ მიმზიდველობას საერთაშორისო ინვესტორებისა და ბანკებისთვის. BAG მომავალშიც გააგრძელებს წევრების მხარდაჭერას ამ მიმართულებით, ოპერირების პროცესის გამარტივებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ENVIROS-ის სათავო ოფისი მდებარეობს პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) წარმოადგენს Société Générale Group-ის წევრ ორგანიზაციას და უზრუნველყოფს ტექნიკურ, სტრატეგიულ და საინვესტიციო კონსულტაციებს ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სფეროში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილების, ESG-ის, კარბონის ნაკვალევის (Carbon Footprint) შეფასების, ნარჩენების მართვისა და გადამუშავების, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წევრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ისეთ გონიერ, გამართულ კანონს, რომელიც საზოგადოების ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის იქნება მისაღები - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძერუსთავი 2
  • რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი - "ოცნების" წევრმა მდინარაძე შეაქოტვ პირველი
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკავესიმედი
  • ირანის საჰაერო თავდასხმა - ჰორმუზის სრუტეში კომერციული ტანკერის ეკიპაჟის წევრი დაიღუპაფორმულა
წევრი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE