მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბრიტანელი მედიამენეჯერები და ღვინის ექსპერტები ეწვივნენ | როგორია ღვინის ექსპორტი?
საქართველოს ბრიტანელი მედიამენეჯერები და ღვინის ექსპერტები ეწვივნენ | როგორია ღვინის ექსპორტი?

საქართველოს ბრიტანელი მედიამენეჯერები და ღვინის ექსპერტები ეწვივნენ | როგორია ღვინის ექსპორტი?

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 17:09|bm.ge

ქართული ღვინის ცნობადობისა და ბრიტანულ ბაზარზე მისი პოზიციების გაძლიერების მიზნით, საქართველოს 12-კაციანი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც ბრიტანული მედიისა და ღვინის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმრებს შორის იყვნენ Daily Mail-ის, Decanter-ის, The Guardian-ის, BBC Radio-სა და Wine Telegrams-ის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ბრიტანელი მედიისა და ღვინის სფეროს პროფესიონალები ქართლსა და კახეთში მოქმედ მარნებსა და ღვინის საწარმოებს ეწვივნენ. მათ ადგილზე გაიცნეს ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციები, ასევე დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.

ბრიტანული ბაზრის მიმართ მზარდ ინტერესს ექსპორტის სტატისტიკაც ასახავს. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 1.3 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე - 934 500 დოლარზე - 39.1%-ით მეტია. ამასთან, 8 თვის განმავლობაში ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 267 784 ლიტრი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37.1%-იანი ზრდაა. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში დიდ ბრიტანეთში 195 250 ლიტრი ქართული ღვინო იყო ექსპორტირებული.

დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი მსხვილი ღვინის იმპორტიორი და მოხმარების მხრივ მნიშვნელოვანი ბაზარია. ქართული ღვინის ექსპორტისთვის ბრიტანეთის ბაზარი მზარდ და სტრატეგიულ მიმართულებად 2014 წლიდან გამოიკვეთა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანია „Swirl Wine Group LTD“-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნული ტური სწორედ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მისი კონტრაქტორი კომპანიის, „Swirl Wine Group“-ის ორგანიზებით გაიმართა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE