მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება" - ვილი სანიოლი
"საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება" - ვილი სანიოლი

"საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება" - ვილი სანიოლი

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 22:40|bm.ge

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელი ვილი სანიოლი თანამდებობის დატოვების შემდეგ ნაკრებს ემშვიდობება. ის წერს, რომ განვლილი 6 წელი მისთვის არაჩვეულებრივი იყო, რომელიც განსაკუთრებული მომენტებითა და გამოცდილებით იყო სავსე.

"ძვირფასო საქართველო,გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს.

საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის.

ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით. ვილი", - ნათქვამია სანიოლის გამოსამშვიდობებელ პოსტში.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე შეცვლის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრევენციული ზომაა, თუმცა არაა პრობლემის გადაწყვეტის კომპლექსური გზა - ლომინაძე არმატურის საიმპორტო გადასახადზე

პრევენციული ზომაა, თუმცა არაა პრობლემის გადაწყვეტის კომპლექსური გზა - ლომინაძე არმატურის საიმპორტო გადასახადზე

BM.GE

ხუდონჰესი შერეული მოდელით - სახელმწიფოსა და ინვესტორის ერთობლივი ჩართულობით უნდა აშენდეს | მაია მელიქიძე

ხუდონჰესი შერეული მოდელით - სახელმწიფოსა და ინვესტორის ერთობლივი ჩართულობით უნდა აშენდეს | მაია მელიქიძე

BM.GE

საერთაშორისო ბანკებიდან ფინანსური რესურსების მოზიდვა სექტორისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აჩენს - "ევროკრედიტი"

საერთაშორისო ბანკებიდან ფინანსური რესურსების მოზიდვა სექტორისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აჩენს - "ევროკრედიტი"

BM.GE

ლევილის მამული იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში | პრემიერი

ლევილის მამული იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში | პრემიერი

BM.GE