მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება გრძელდება - PACE-ს კომიტეტი
საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება გრძელდება - PACE-ს კომიტეტი

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება გრძელდება - PACE-ს კომიტეტი

BM.GE21 მაისი, 2026, 19:11|bm.ge

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული ჩამოშლისა და ღრმა პოლიტიკურ-სოციალური კრიზისის შესახებ.

ისინი აღნიშნავენ, რომ დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მიმართ ზეწოლა.

კომიტეტი თანამომხსენებლების ედიტ ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის ანგარიშის საფუძველზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტში სინანულს გამოთქვამს, რომ ასამბლეის არცერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული და აცხადებს, რომ დემოკრატიის მუდმივი რღვევა „სერიოზულ ეჭვებს ბადებს ხელისუფლების მზაობასთან დაკავშირებით, შეასრულოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებები.

კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპის საბჭოს წევრობა პრივილეგიაა, რომელიც უფლებებსა და ვალდებულებებს მოჰყვება“ და რომ ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს.

კომიტეტმა „მიუღებლად“ შეაფასა ინიციატივა, რომელიც „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვას და მათი ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივ დევნას ითვალისწინებს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. კომიტეტი აღნიშნავს, რომ თუ ეს ქმედება გაგრძელდება, ეს საქართველოში ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს.

პარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ „საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“ „დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაუნდობელი შევიწროების, ასევე ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის“ გამო.

რეზოლუციის პროექტი ასევე მოითხოვს „რეპრესიული კანონმდებლობის“ გაუქმებას, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების. ასევე გმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელობასა და დამოუკიდებელ მედიაზე განგრძობად თავდასხმას.

კომიტეტმა ასევე წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ „არ ჩატარებულა სანდო გამოძიება პოლიციის სისასტიკესა და დემონსტრაციების დროს ჩადენილ სხვა ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ და განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა „თბილისში საპროტესტო აქციის დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ ინფორმაციის“ გამო.

ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც ემთხვევა ამ და წინა რეზოლუციებს საქართველოში დემოკრატიული უკუქცევის შესახებ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოპოზიციის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • არჩევნების შედეგების უარყოფით ოპოზიცია ამომრჩევლის არჩევანს უგულებელყოფს. ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო და ყოველ ჯერზე საჭიროა, ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • “ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენტვ პირველი
  • საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვას მომდევნო კვირასაც გააგრძელებსფორმულა
  • წულუკიანის კომისიის დასკვნა ოპოზიციის აკრძალვის საქმის მტკიცებულებებიდან არ ამორიცხესნეტგაზეთი
ოპოზიციის →

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE