მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველოს კაპიტალმა" m² გაყიდა
"საქართველოს კაპიტალმა" m² გაყიდა

"საქართველოს კაპიტალმა" m² გაყიდა

BM.GE6 ივნისი, 2026, 17:07|bm.ge

"საქართველოს კაპიტალმა" (GCAP) შვილობილი დეველოპერული კომპანია m² გაყიდა. საინვესტიციო ჯგუფმა ინფორმაცია კომპანიის ადგილობრივ ინვესტორებზე გაყიდვის შესახებ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ტრანზაქცია სრულად შეესაბამება GCAP-ის კაპიტალდაზოგვის საინვესტიციო სტრატეგიას და წარმოადგენს მორიგ წინ გადადგმულ ნაბიჯს კომპანიის იმ სტრატეგიული პრიორიტეტისკენ, რომელიც „სხვა პორტფელური კომპანიების“ კატეგორიაში შემავალი ბიზნესების რეალიზაციას გულისხმობს.

"ტრანზაქციას უმნიშვნელო პოზიტიური გავლენა აქვს GCAP-ის აქტივების წმინდა ღირებულებაზე (NAV), რომელიც ბოლოს 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით გამოქვეყნდა. ამ ტრანზაქციის დასრულების შედეგად GCAP-ის რისკის პროფილის შემცირების გამო, კომპანია შეამცირებს ლიკვიდურობის ბუფერის მიზნობრივ მაჩვენებელს 25 მილიონ აშშ დოლარამდე. ეს იწვევს პროფორმა კაპიტალის წმინდა ღირებულების (NCC) კოეფიციენტის 0.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით და მის 3.1%-მდე მიყვანას. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბიზნესთან დაკავშირებული მიმდინარე 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაცია დაფარული იქნება გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით, მის ვადის ამოწურვამდე ან ამოწურვის დღეს – 2026 წლის აგვისტოში",- აღნიშნავენ კომპანიაში.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბიზნესმა დაიმკვიდრა თავი, როგორც საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ერთ-ერთმა წამყვანმა პლატფორმამ, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროექტებსა და კომფორტულ საცხოვრებელს სთავაზობს. საქართველოს უწყვეტი ეკონომიკური ზრდა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ადგილობრივი მნიშვნელოვანი კაპიტალის ფორმირებას. განსაკუთრებით მიხარია, რომ საერთაშორისო ინტერესის პარალელურად, კორპორაციულ ტრანზაქციებში ადგილობრივი ინვესტორების მონაწილეობის ზრდას ვხედავთ",- განაცხადა GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE