მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს მასშტაბით ნეტო აღრიცხვის ლიმიტები სრულად ამოიწურა|G&T
საქართველოს მასშტაბით ნეტო აღრიცხვის ლიმიტები სრულად ამოიწურა|G&T

საქართველოს მასშტაბით ნეტო აღრიცხვის ლიმიტები სრულად ამოიწურა|G&T

BM.GE23 ივლისი, 2026, 19:58|bm.ge

საქართველოს მასშტაბით ნეტო აღრიცხვის ლიმიტები სრულად ამოიწურა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხივლაშია აღნიშნული.

მიმოხილვაში წერია, რომ 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ნეტო აღრიცხვის რეგულაციით 2607 სადგური სარგებლობს, 339 მგვტ ჯამური დადგმული სიმძლავრით."მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ნეტო აღრიცხვის რეგულაცია ვრცელდებოდა 2027 წლის 1 იანვრამდე, ან სემეკის მიერ დაწესებული ლიმიტის ამოწურვამდე. ლიმიტი იყო გამანაწილებელი ლიცენზიანტის (თელასი ან ენერგო-პრო ჯორჯიას) პიკური დატვირთვის 20%, რომელიც ამოიწურა სს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ 2025 წლის 15 თებერვალს და სს „თელასი“-სთვის 2026 წლის 2 ივნისს.

2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ნეტო აღრიცხვის რეგულაციით 2607 სადგური სარგებლობს, 339 მგვტ ჯამური დადგმული სიმძლავრით. ეს სადგურები არსებული ნეტო აღრიცხვის პირობებით 2033 წლის 1 იანვრამდე ისარგებლებენ.

მიკრო სიმძლავრის სადგურებისთვის ამოქმედდა ნეტო დარიცხვის რეგულაცია. ახალი განაცხადის მსურველებს აქვთ უფლება საკუთარი მოხმარებისთვის ააშენონ 100 კილოვატამდე ელექტროსადგური სემეკის მიერ დადგენილი ახალი მიდგომით - ნეტო დარიცხვა, რომელიც ყოველთვიურ ფინანსური ანგარიშსწორებას ითვალისწინებს", - წერია მიმოხილვაში.

ცნობისთვის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია ნეტო აღრიცხვის სისტემის ნაცვლად ნეტო დარიცხვის რეგულაციის ფარგლებში გასული წლის 1 ოქტომბრიდან ხორციელდება. ახალი მოდელის ფარგლებში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატ საათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, მიწოდებულ თითოეულ კილოვატზე შესაბამის საფასურს იღებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"განსხვავებით კახეთისგან, რაჭაში რთველის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია" | "კესანე - არ დამივიწყო"

"განსხვავებით კახეთისგან, რაჭაში რთველის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია" | "კესანე - არ დამივიწყო"

BM.GE

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BM.GE

"საბანკო სექტორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - სასტუმროების ბაზარი გაჯერებულია"|რატომ შემცირდა დაკრედიტება?

"საბანკო სექტორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - სასტუმროების ბაზარი გაჯერებულია"|რატომ შემცირდა დაკრედიტება?

BM.GE

ორ თვეში 8 პროექტი ძალიან დაბალი მაჩვენებელია... პროცესი მოუმზადებელი იყო - ცოფურაშვილი აგროთანადაფინანსებაზე

ორ თვეში 8 პროექტი ძალიან დაბალი მაჩვენებელია... პროცესი მოუმზადებელი იყო - ცოფურაშვილი აგროთანადაფინანსებაზე

BM.GE