მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს რკინიგზაში ყველაზე დიდ გამოწვევად ლოკომოტივების დეფიციტი რჩება - ლევან სულაბერიძე
საქართველოს რკინიგზაში ყველაზე დიდ გამოწვევად ლოკომოტივების დეფიციტი რჩება - ლევან სულაბერიძე

საქართველოს რკინიგზაში ყველაზე დიდ გამოწვევად ლოკომოტივების დეფიციტი რჩება - ლევან სულაბერიძე

BM.GE21 მაისი, 2026, 19:14|bm.ge

ბიზნეს სექტორის ნაწილის შეფასებით, “საქართველოს რკინიგზაში” ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ლოკომოტივების სიმცირე რჩება. როგორც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან სულაბერიძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო საწარმო უახლოეს ხანებში ინვესტიციების განხორციელებას სწორედ ლოკომოტივებისა და სავაგონე ინფრასტრუქტურის ნაწილში გეგმავს.

ლევან სულაბერიძე ამბობს, რომ საერთაშორისო გადამზიდავებიც საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ ლოკომოტივების დეფიციტს ასახელებენ.

“ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც იყო და რაც ჯერჯერობით კიდევ რჩება, ეს არის ლოკომოტივების კრიტიკული დეფიციტი. იმიტომ, რომ ტვირთი რამდენიც არ უნდა იყოს, როგორი გამართულიც არ უნდა იყოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გადაზიდვების უსაფრთხოების თვალსაზრისით, საჭიროა ლოკომოტივი, რომ ეს ყველაფერი გადაიზიდოს. ამას ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლებიც, საქართველოს ფარგლებს გარეთაც პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ გაქვთ ლოკომოტივების დეფიციტი. ანუ ეს დამალული ვერც იქნებოდა, ვინმეს რომც მოენდომებინა ამის დამალვა.

შესაბამისად, ამ პრობლემის აღმოფხვრა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან „საქართველოს რკინიგზამ“ შეძლოს ტვირთნაკადის მომსახურება დროულად. ყველაფერს აქვს თავისი ფასი და გარკვეული დრო, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ხარისხიან მომსახურებაზე და იმაზე, რომ ტრანზიტის მიმზიდველობა გარდა სატარიფო განაკვეთებისა, არის ის, რომ გარკვეულ ლოგიკურ დროში უნდა განხორციელდეს გადაზიდვები. ჩემთვის ძალიან მისასალმებელი და სასიხარულო ფაქტია, რომ ეს ინვესტიცია ხორციელდება”, - განაცხადა ლევან სულაბერიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს რკინიგზამ მასშტაბური მოდერნიზაციის ეტაპი დააანონსა. კერძოდ, რკინიგზა სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლებას და 50-მდე ლოკომოტივისა და 1 500 ვაგონის შეძენას გეგმავს.

ამასთან, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზით 3 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.03%-ით ნაკლებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE