მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველოს რკინიგზიდან" გათავისუფლებები დაიწყო... ვიწყებთ პროცესის შესწავლას|"კონსტიტუციის 78 მუხლი"
"საქართველოს რკინიგზიდან" გათავისუფლებები დაიწყო... ვიწყებთ პროცესის შესწავლას|"კონსტიტუციის 78 მუხლი"

"საქართველოს რკინიგზიდან" გათავისუფლებები დაიწყო... ვიწყებთ პროცესის შესწავლას|"კონსტიტუციის 78 მუხლი"

BM.GE7 მაისი, 2026, 04:00|bm.ge

"დაიწყო დასაქმებულთა გათავისუფლებები სს “საქართველოს რკინიგზიდან”. პროცესი უკვე ასობით თანამშრომელს შეეხო და არსებული ინფორმაციით, შესაძლოა 1000-მდე ადამიანს მოიცავდეს", - ამის შესახებ განცხადებას საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "კონსტიტუციის 78 მუხლი" ავრცელებს.

ორგანიზაცია, რომელიც 2024 წლის ნოემბრის მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად შეიქმნა, "საქართველოს რკინიგზაში" კადრების შემცირების პროცესის შესწავლას აპირებს.

"მივიჩნევთ, რომ ასეთი მასშტაბის გადაწყვეტილება ვერ იქნება მხოლოდ შიდა ორგანიზაციული საკითხი.

ეს არის სოციალური საკითხი, რომელიც პირდაპირ ეხება ადამიანებს, მათ ოჯახებს და მათი ცხოვრების სტაბილურობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მკაფიო პასუხები, რამდენად სამართლიანად და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს ეს პროცესი.

ჩვენთვის პრინციპულია, რომ ნებისმიერი რეორგანიზაცია ან რეფორმა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, დასაბუთებულ კრიტერიუმებს და დასაქმებულთა უფლებების სრულ დაცვას.

გადაწყვეტილებები, რომლებიც ასობით ადამიანს სამუშაოს გარეშე ტოვებს, საჭიროებს არა მხოლოდ ეკონომიკურ არგუმენტებს, არამედ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის განცდას.

საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი იწყებს პროცესის შესწავლას და სამართლებრივ შეფასებას.

მივმართავთ გათავისუფლებულ თანამშრომლებს, თუ თვლით, რომ თქვენი შრომითი უფლებები დაირღვა, მოგვმართეთ. ჩვენ გაგიწევთ უფასო სამართლებრივ კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში დავიცავთ თქვენს ინტერესებს.

დასაქმებულის უფლებები და ღირსება უნდა იყოს დაცული ნებისმიერ ვითარებაში", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ წელში საქართველოს რკინიგზაში 1 000 საშტატო ერთეული შემცირდა, რითაც 24 მლნ ლარი დაიზოგა. "საქართველოს რკინიგზაში შემცირდა 1 000 საშტატო ერთეული, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მაჩვენებელია, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, თუ რა ტიპის ინსტიტუციური პრობლემები იყო საქართველოს რკინიგზაში. 1 000 საშტატო ერთეულის შემცირების ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა. ამ ყველაფრის შედეგად, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზა წლიურ ჭრილში ზოგავს 24 მლნ ლარს. ეს არის ის თანხა, რაც ჩაბრუნდება ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში და შესაბამისად, მოემსახურება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზერუსთავი 2
  • პროტესტი მე-10 საჯარო სკოლასთან - მშობლები სასწავლო პროცესის დროულად აღდგენას ითხოვენტვ პირველი
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყოფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE