
საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?
ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წინა თვესთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელია, ერთწლიან ჭრილში კი ვალი ფაქტობრივად უცვლელ პოზიციას ინარჩუნებს.
საქართველოს საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე აღებულ სესხებს უკავშირდება. მთლიანი პორტფელით პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობით. მეორე პოზიციას 2.2 მილიარდი დოლარით მსოფლიო ბანკი იკავებს. რაც შეეხება ქვეყნებს, მათ შორის პირველ ადგილზეა საფრანგეთი, რომლის მიმართაც საქართველოს 845 მილიონი დოლარის ვალი აქვს.
2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალები ასე ნაწილდება:
კრედიტორი ვალის მოცულობა - ნაშთი აზიის განვითარების ბანკი (ADB) $2,496 მლნ; მსოფლიო ბანკის ჯგუფი (WB; IDA; IBRD) $2,249 მლნ; ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) $1,185 მლნ; საფრანგეთი $845 მლნ; გერმანია $559 მლნ; ევრობონდი $495 მლნ; საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - ეროვნული ბანკის ვალი $264 მლნ; აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) $240 მლნ; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $217 მლნ; ევროკავშირი (EU) $151 მლნ; საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - მთავრობის ვალი $135 მლნ; იაპონია $104 მლნ; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) $36 მლნ; ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB) $16 მლნ; ავსტრია $9 მლნ; ქუვეითი $6 მლნ; Nordic Environment Finance Corporation (NEFCO) $5 მლნ; შეერთებული შტატები $4 მლნ.
BM.GE
წყარო: bm.ge