მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებაში - ICAO
საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებაში - ICAO

საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებაში - ICAO

BM.GE1 აგვისტო, 2026, 15:15|bm.ge

“რეგიონული საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილების მიუწვდომლობის გამო, ფრენების მარშრუტები ევრაზიული ქსელის მასშტაბით იცვლება, რის შედეგადაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მათ შორის, საქართველოს საჰაერო სივრცე, მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება,” - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონული ბიუროს დირექტორის, ნიკოლას რალოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, სადაც ის ხაზს უსვამს საქართველოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.

შპს საქაერონავიგაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლას რალო წერს, რომ დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.

მის წერილში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ავიაცია დღეს მზარდი საჰაერო მოძრაობის, გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და სამხედრო კონფლიქტების ფონზე განსაკუთრებით რთულ ოპერაციულ გარემოში ფუნქციონირებს.

“საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო მოძრაობის შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ავიაციის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებას, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის (EUR/NAT) რეგიონში მაღალი შეფასებით სარგებლობს. აღნიშნული ძალისხმევა ასახავს საქართველოს მტკიცე ერთგულებას საერთაშორისო თანამშრომლობისადმი და საერთო მიზნისადმი - საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის სისტემის უსაფრთხო და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნულია ICAO - ს წერილში.

პრესრელიზის თანახმად, ნიკოლას რალო განსაკუთრებულად აღნიშნავს საქართველოს საჰაერო ნავიგაციის მომსახურების პროვაიდერის – შპს „საქაერონავიგაციის“ – ოპერატიულ რეაგირებას, მჭიდრო კოორდინაციას მეზობელი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, მაღალი ინტენსივობის საჰაერო მოძრაობის ეფექტიან მართვასა და ავიაკომპანიებთან პროაქტიულ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო ფრენების უწყვეტობას და გლობალური საავიაციო მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის შენარჩუნებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საჰაერო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO): დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაშიიმედი
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა - აშშ-მა ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელარუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
საჰაერო →კავშირი →

მსგავსი სტატიები

პირველი ქართული ექსპედიცია ანტარქტიდაზე - პლატფორმა "ცისკარის" გეგმები

პირველი ქართული ექსპედიცია ანტარქტიდაზე - პლატფორმა "ცისკარის" გეგმები

BM.GE

რა მოდელით დააფინანსებს სახელმწიფო სტუდენტებს სექტემბრიდან? - მინისტრის განმარტება

რა მოდელით დააფინანსებს სახელმწიფო სტუდენტებს სექტემბრიდან? - მინისტრის განმარტება

BM.GE

დაკავებულია პირი, რომელიც პენსიონერებს ეროვნული ბანკის სახელით უკავშირდებოდა და 48 983 ლარს დაეუფლა

დაკავებულია პირი, რომელიც პენსიონერებს ეროვნული ბანკის სახელით უკავშირდებოდა და 48 983 ლარს დაეუფლა

BM.GE

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ 2 თვეში 300-მდე სავარაუდო დარღვევა გამოავლინა - სამინისტრო

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ 2 თვეში 300-მდე სავარაუდო დარღვევა გამოავლინა - სამინისტრო

BM.GE