მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს სავალუტო რეზერვები $116 მილიონით, $7.12 მილიარდამდე გაიზარდა
საქართველოს სავალუტო რეზერვები $116 მილიონით, $7.12 მილიარდამდე გაიზარდა

საქართველოს სავალუტო რეზერვები $116 მილიონით, $7.12 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE7 ივლისი, 2026, 23:02|bm.ge

საქართველოს სავალუტო რეზერვები გასული თვის განმავლობაში 116 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 7.12 მილიარდ დოლარს მიაღწია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

ანგარიშის თანახმად, სავალუტო რეზერვებში ფულადი სახსრების კომპონენტი გასულ თვეში 149 მილიონი დოლარით გაიზარდა და 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ოქროს ღირებულება კი 29 მილიონი დოლარით შემცირდა და 1.01 მილიარდი დოლარი გახდა (რისი მიზეზიც გლობალურ ბაზარზე ოქროს ფასის კლებაა). რაც შეეხება SDR-ებს, მათი ღირებულება 2026 წლის ივნისის ბოლოსთვის უცვლელი იყო და კვლავ 472 მილიონ დოლარს შეადგენდა.

საქართველოს სავალუტო რეზერვების ზრდის მთავარი განმაპირობებელი ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვაა. იანვარ-მაისში ჯამურმა შესყიდვებმა 1.46 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო უშუალოდ მაისში განხორციელებული სავალუტო შესყიდვების მოცულობა ცნობილი მიმდინარე თვსი 27 რიცხვში გამოქვეყნდება.

2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.2%-ს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პორტუგალიაში საჯარო სივრცეში სახის დაფარვა კანონით აიკრძალება

პორტუგალიაში საჯარო სივრცეში სახის დაფარვა კანონით აიკრძალება

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

BM.GE

ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ₾4.12 მილიონია

ამბროლაურში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ₾4.12 მილიონია

BM.GE