მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველოს შეუძლია დიდი რაოდენობით ქათმის ხორცის წარმოება და ექსპორტის გაზრდა" - რა შეღავათებს საჭიროებს დარგი?
"საქართველოს შეუძლია დიდი რაოდენობით ქათმის ხორცის წარმოება და ექსპორტის გაზრდა" - რა შეღავათებს საჭიროებს დარგი?

"საქართველოს შეუძლია დიდი რაოდენობით ქათმის ხორცის წარმოება და ექსპორტის გაზრდა" - რა შეღავათებს საჭიროებს დარგი?

BM.GE5 ივლისი, 2026, 22:59|bm.ge

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია “ჩირინაში” აცხადებენ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, პროდუქციის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, რევაზ ვაშაკიძე BMG-სთან აცხადებს, დიდი პოტენციალია, რომ ქართული ფრინველის ხორცი შუა აზიის ქვეყნებსა და ჩინეთში გავიდეს ექსპორტზე, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მხარდაჭერაა საჭირო.

რევაზ ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ სექტორს მხარდაჭერა მათ შორის საგადასახადო შეღავათების ნაწილში სჭირდება, რაც პროდუქციის წარმადობის და საბოლოოდ ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.

“საქართველოს შეუძლია დიდი რაოდენობით ქათმის ხორცის წარმოება. ამან შეიძლება დაიკავოს მნიშვნელოვანი წილი ექსპორტშიც და ასევე ჩვენი პროდუქცია გავიდეს ექსპორტზე როგორც შუა აზიის ქვეყნებში, ასევე ჩინეთში. ჩვენ ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ჩინეთის მთავრობასთან, რომ მივიღოთ აკრედიტაცია და ქათმის ხორცი გავიტანოთ ჩინეთში.

რაც შეეხება ქათმის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობას, თუ გვინდა ჩვენ გავზარდოთ წარმოება, საჭიროა მისი გათავისუფლება დამატებული ღირებულების გადასახადისგან. მაშინ ჩვენ შეგვეძლება დიდი რაოდენობით ვაწარმოოთ პროდუქცია და გავყიდოთ [ექსპორტზე]. საქართველო მსყიდველუნარიანობით არც ისე მაღალ დონეზეა, ამიტომ ჩვენ თუ ვაწარმოებთ და გავყიდით ქათმის პროდუქციას დამატებული ღირებულების გარეშე, ჩვენ შეგვიძლია ორჯერ გავზარდოთ წარმოება და ექსპორტზე გავიტანოთ.

ეს საკითხი მთავრობის დონეზე არის გადასაწყვეტი. თუ ჩვენ ხორცის და ქათმის წარმოებას გავზრდით, შეგვიძლია ხორბლის, ცხიმის წარმოებაც გავზარდოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაზე ძვირად ღირებული სამოგზაურო მიმართულებები 2026 წლისთვის

ყველაზე ძვირად ღირებული სამოგზაურო მიმართულებები 2026 წლისთვის

BM.GE

საიდან შემოდის ფრინველის ხორცი და სუბპროდუქტები, რომელთა იმპორტიც $49 მლნ-მდე გაიზარდა

საიდან შემოდის ფრინველის ხორცი და სუბპროდუქტები, რომელთა იმპორტიც $49 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE

STEP INN: "სექტემბრის ბოლომდე სასტუმრო 60%-ით არის დაჯავშნილი"

STEP INN: "სექტემბრის ბოლომდე სასტუმრო 60%-ით არის დაჯავშნილი"

BM.GE

მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრონული კომერციის პლატფორმები - როგორ ცვლის ჩინეთი ბაზარს

მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრონული კომერციის პლატფორმები - როგორ ცვლის ჩინეთი ბაზარს

BM.GE