მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია მინუს $32.1 მილიარდია
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია მინუს $32.1 მილიარდია

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია მინუს $32.1 მილიარდია

BM.GE30 ივნისი, 2026, 17:15|bm.ge

ეროვნული ბანკის უახლესი მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ (NIIP), 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, -32.1 მლრდ აშშ დოლარი (-86.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს - 81.3 პროცენტია (2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი წლიური მშპ-ს - 84.5 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 142.4 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

NIIP ანუ წმინდა საინვესტიციო პოზიცია ასახავს ქვეყნის საგარეო აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობას და მიუთითებს ქვეყანა წმინდა კრედიტორია თუ მოვალე დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. საქართველოს შემთხვევაში ფაქტობრივად ყოველწლიურად NIIP-ი არის უარყოფითი, რაც საგარეო ვალდებულებებით არის განპირობებული. ეს მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორების ვალებს.

მაჩვენებლის ძირითადი კომპონენტებია:

• პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; • პორტფელური ინვესტიციები; • სხვა ინვესტიციები (მათ შორის დეპოზიტები); • სარეზერვო აქტივები; • ვალდებულებები.

2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 20.5 მლრდ აშშ დოლარია (55.5 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 529.5 მლნ აშშ დოლარით აღემატება.მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 52.6 მლრდ აშშ დოლარი (142.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა პერიოდის მაჩვენებელზე 387.1 მლნ აშშ დოლარით მეტია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰაკერებმა iPhone 18-ის -ის ოფიციალური მონაცემები მოიპარეს და გაასაჯაროვეს

ჰაკერებმა iPhone 18-ის -ის ოფიციალური მონაცემები მოიპარეს და გაასაჯაროვეს

BM.GE

როგორ ცვლის ადამიანური კაპიტალის ანალიტიკა ორგანიზაციაში გადაწყვეტილებების მიღების კულტურას?

როგორ ცვლის ადამიანური კაპიტალის ანალიტიკა ორგანიზაციაში გადაწყვეტილებების მიღების კულტურას?

BM.GE

MDF-მა კომპანია „მეტრიკს“ გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურების ხელშეკრულება შეუწყვიტა

MDF-მა კომპანია „მეტრიკს“ გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურების ხელშეკრულება შეუწყვიტა

BM.GE

როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში

როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში

BM.GE