მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და სამშობლოს ღალატის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დააკავეს
დავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და სამშობლოს ღალატის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დააკავეს

დავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და სამშობლოს ღალატის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დააკავეს

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 15:07|bm.ge

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი, დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ბექა კვიციანმა განაცხადა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს. იგი გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა.

პროკურატურის განმარტებით, ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას საჭიროებს. ამასთან, საზღვრის განსაზღვრისა და მოლაპარაკებების წარმოების ექსკლუზიური უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას აქვს მინიჭებული.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით მეზობელ სახელმწიფოსთან შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. აღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს ირაკლი კობახიძის მიერ, ერთპიროვნულად, ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის შესაძლებლობას.

„მიუხედავად აღნიშნულისა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსათვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ, მისი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით. აღნიშნული ქმედებით დომენტი ჩუბინიძემ, განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“, - განაცხადა ბექა კვიციანმა.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 92 სტატია.

  • ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - აჭარა თაიმსიტვ პირველი
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარედგინარუსთავი 2
  • ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეაფორმულა
  • გარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

ზაფხულში ტურიზმის სექტორმა ამოისუნთქა… თუმცა არასტაბილურობა მთავარი გამოწვევაა|ცოტნე ჯაფარიძე

ზაფხულში ტურიზმის სექტორმა ამოისუნთქა… თუმცა არასტაბილურობა მთავარი გამოწვევაა|ცოტნე ჯაფარიძე

BM.GE

შარშან არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობა ₾168.7 მლრდ-მდე გაიზარდა

შარშან არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობა ₾168.7 მლრდ-მდე გაიზარდა

BM.GE

სებ-ი მოელის, რომ საპროგნოზო პერიოდში ლარი მყარი იქნება

სებ-ი მოელის, რომ საპროგნოზო პერიოდში ლარი მყარი იქნება

BM.GE

ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE