მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოსა და ვიეტნამს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ვიეტნამს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ვიეტნამს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 23:20|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტროს შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს მინისტრის მოადგილე ვო ვან ჰუნგმა მოაწერეს.

„სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია, რადგან ქმნის სექტორის განვითარების ხელშეწყობის ახალ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, საქართველოსა და ვიეტნამს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა თანდილაშვილმა.

სამინისტროს ცნობითვე, მემორანდუმი სოფლის მეურნეობისა და თევზის პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობის სექტორში გამოცდილების გაზიარებას, სასწავლო ვიზიტებისა და სემინარების ორგანიზებას, ექსპერტებს, პროფესიონალებს, მეცნიერებსა და სტაჟიორებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, სოფლის მეურნეობისა და თევზის პროდუქტების წარმოების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სამეცნიერო სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობის, მცენარეთა დაცვისა და სანიტარიულ-ფიტოსანიტარიულ საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ვო თი ანჰ სუანი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმების ხელმოწერა. შეხვედრას, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტროს წარმომადგენელი ლე ტჰან ვანი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"რაჭა სხვანაირად უნდა იყოს წარმოდგენილი" - მეღვინე ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციაზე

"რაჭა სხვანაირად უნდა იყოს წარმოდგენილი" - მეღვინე ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციაზე

BM.GE

"თემას იანვარში დავუბრუნდებით" - რა თქვა კაია კალასმა საქართველოზე?

"თემას იანვარში დავუბრუნდებით" - რა თქვა კაია კალასმა საქართველოზე?

BM.GE

13 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

13 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $107-მდე გაიზარდა

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $107-მდე გაიზარდა

BM.GE