მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში დასაქმებული უცხოელებისთვის, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გარდამავალი ვადა იწურება
საქართველოში დასაქმებული უცხოელებისთვის, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გარდამავალი ვადა იწურება

საქართველოში დასაქმებული უცხოელებისთვის, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გარდამავალი ვადა იწურება

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 03:55|bm.ge

საქართველოში დასაქმებული უცხოელებისთვის, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გარდამავალი ვადა იწურება. ვინაიდან კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1 იანვარს გადის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ბიზნესს აფრთხილებს მზადება დროულად დაიწყონ.

როგორც ცნობილია, 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისთვის/თვითდასაქმებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება სავალდებულო გახდა.„შრომითი მიგრაციის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების პარალელურად, გათვალისწინებული იყო გარდამავალი პერიოდი, საქართველოში დასაქმებული იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2026 წლის 1 მარტამდე სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში უკვე იყვნენ რეგისტრირებულები.

კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1 იანვარს იწურება, ვინაიდან შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურა 30 კალენდარულ დღეს მოიცავს, სააგენტოს რეკომენდაციაა პროცესი დროულად დაიწყოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონით გათვალისწინებული ჯარიმები, როგორც კომპანიისთვის, ისე უცხოელი დასაქმებულისთვის.

შრომითი საქმიანობის უფლება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ხოლო IT სფეროში დასაქმებულებისთვის - 3 წლამდე ვადით გაიცემა . ნებართვის მიღების სტანდარტული, 30-დღიანი მომსახურების საფასური 200 ლარია, დაჩქარებული, 10-დღიანი მომსახურების შემთხვევაში კი საფასური 400 ლარს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE