მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველოში EURO 5-ის სტანდარტის საწვავია, ის არ განსხვავდება ევროპულ ქვეყნებში არსებულისგან" - Wissol
"საქართველოში EURO 5-ის სტანდარტის საწვავია, ის არ განსხვავდება ევროპულ ქვეყნებში არსებულისგან" - Wissol

"საქართველოში EURO 5-ის სტანდარტის საწვავია, ის არ განსხვავდება ევროპულ ქვეყნებში არსებულისგან" - Wissol

BM.GE30 აპრილი, 2026, 21:20|bm.ge

„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებს, რომ საქართველოში არსებულ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე მომხმარებელი EURO-5 სტანდარტის საწვავს ყიდულობს, რომელიც ევროპულ ქვეყნებში არსებული საწვავის სტანდარტებთან სრულ თანხვედრაშია. ამის შესახებ მან „ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ნავთობიმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს - რა განაპირობებს საწვავის ხარისხს და იმპორტის პროცესში 2 ძირითად ფაქტორს ასახელებს.

„ხარისხის კომპონენტი დღეს ჩვენთან ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და კონკურენციის შედეგი ესეც არის, რომ მომხმარებელი დღეს ისე როგორც არასდროს ყველაზე დიდ მნიშვნელობას ხარისხს აქცევს, იმიტომ რომ ავტოპარკი დროდადრო იცვლება და ჩვენ არათუ ფასით, არამედ კონკურენცია ხარისხობრივი პარამეტრებით უნდა გავწიოთ. დღეს, საქართველოში იმპორტირებული საწვავი არაფრით არ განსხვავდება ევროპაში არსებული საწვავისგან. მაგალითისთვის, ჩვენ ერთი კვირის წინ გემი საბერძნეთში „მოტორ ოილის“ ქარხანაში დავტვირთეთ, რომელიც დღე შემოვიდა ფოთში. ეს ქარხანა ასეთივე დისტრიბუციით ყიდის გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში ამ პროდუქტს და ცალკე საქართველოსთვის ჩამოსასხმელი ხაზი არ არსებობს. ის ისეთივე პროდუქტია, რომელსაც თქვენ ათენში ან რომში გადაადგილებისას ჩაასხამთ. ეს არის Euro 5-ის სტანდარტი და არაფრით არ განსხვავდება ჩვენს ქვეყანაში არსებული საწვავის სტანდარტი, ძირითადად ბრენდირებული კომპანიები, მათ შორის ჩვენი კომპანია მაქვს მხედველობაში და ის აბსოლუტურ თანხვედრაშია ევროპაში არსებულ საწვავთან. ის, რომ დღეს „ვისოლის“ ქსელში რომელიმე კომპონენტი არათავსებადია ევროპის ქვეყნებში არსებული სტანდარტებთან - ეს მცდარი აზრია. ეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა.

რაც შეეხება იმას - რა განაპირობებს ხარისხს? ეს არის სწორი პარტნიორის შერჩევა. ქარხნები, საიდანაც ჩვენ პროდუქციას ვიღებთ უნდა იყოს ავტორიტეტული, რომლებიც თავის პროდუქტს ასევე ევროპულ ქვეყნებს აწვდიან.

მეორე - რაც არ უნდა ხარისხიანი პროდუქტი იყოს, შენ თუ ლოგისტიკის ციკლი გაქვს დარღვეული, ან დასვრილია გემი, ვაგონცისტერნა ან შენი ტერმინალი, მაშინ ეს ციკლი ირღვევა. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ რომ შევარჩიოთ სწორი მომწოდებელი, რომელიც ხარისხზეა პასუხისმგებელი, მოხდეს ლოგისტიკური ციკლის ისე შემოწმება - ამისთვის ჩვენ ვქირაობთ ცალკე კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გადამზიდავი გემის დათვალიერებას, საწვავის სინჯის აღებას - რამდენად თავსებადია ის ქარხანაში არსებულ საწვავთან, შემდეგ ამოწმებს ვაგონცისტერნებში გადმოსხმას, შემდგომ ხდება რეზერვუარებში მოთავსება, რა ნაწილშიც ჩვენ გვყავს შიდა და გარე აუდიტი, რომელიც პროდუქტის ხარისხს ამოწმებს; ამ ჯაჭვში მნიშვნელოვანია ბენზინმზიდი მანქანების სტანდარტები, რადგან თუ არასწორი მანქანით მიაწვდი უკვე მომხმარებლის ავზში დაზიანებული პროდუქტი ხდება“, - განმარტა ვასილ ხორავამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE