მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავებაზე 13 თვეში $2.7 მლნ დაიხარჯება
საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავებაზე 13 თვეში $2.7 მლნ დაიხარჯება

საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავებაზე 13 თვეში $2.7 მლნ დაიხარჯება

BM.GE5 ივნისი, 2026, 00:42|bm.ge

პროექტის "შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად" ფარგლებში საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პირველი ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესი იწყება - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის საერთო ბიუჯეტი 2,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო განხორციელების პერიოდი 13 თვეა.

პროექტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით ახორციელებენ.

პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე ოფიციალურად უკვე წარადგინეს ინიციატივის მიზნები და მომდევნო ექვსი თვის სამუშაო გეგმა.

ადაპტაციის ეროვნული გეგმა წარმოადგენს ქვეყნისთვის პირველ სისტემურ ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ღონისძიებების გრძელვადიან დაგეგმვას, კოორდინაციასა და ინტეგრირებას ეროვნულ და სექტორულ პოლიტიკაში.

ამ პროცესის მთავარ შედეგს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის 10-წლიანი სტრატეგიული ხედვისა და 5-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება წარმოადგენს. ამასთანავე, პროექტი ხელს შეუწყობს მმართველობისა და კოორდინაციის გაძლიერებას, საჭირო ინფორმაციის იდენტიფიცირებას და ანალიზს, დაფინანსების სტრატეგიის შემუშავებას და მონიტორინგის, შეფასებისა და სასწავლო სისტემის შემუშავებას.

პროექტის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კლიმატის ცვლილების პირობებში ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება და სხვადასხვა სექტორში გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.

„საქართველო კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადი ქვეყანაა. ბოლო წლებში გახშირებული ბუნებრივი საფრთხეები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც მოსახლეობაზე, ისე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გვქონდეს მკაფიო ხედვა და ეფექტიანი მექანიზმები, რომლებიც კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტირებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ეტაპია პროექტის განხორციელების პროცესში. დარწმუნებული ვართ, რომ პარტნიორი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხების ეფექტიან ინტეგრირებას ეროვნულ და სექტორულ დაგეგმარებაში, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს კლიმატის ცვლილების შედეგად ეფექტიანი გამკლავების მიმართულებით“, - განაცხადა გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) წარმომადგენელმა ესეი დენიელმა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, თამთა დევდარიანის განცხადებით, ადაპტაციის ეროვნული გეგმის შემუშავება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების მიმართ საქართველოს მდგრადობის გაძლიერებას და ეფექტიანი ადაპტაციის პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE