მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდები. დიალოგისთვის მზად ვართ - ალან ბერსე
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდები. დიალოგისთვის მზად ვართ - ალან ბერსე

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდები. დიალოგისთვის მზად ვართ - ალან ბერსე

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 22:25|bm.ge

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. მან ჟურნალისტებთან, საქართველოს მთავრობის განცხადებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მზად არის დიალოგისა და თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

ბერსე ხაზს უსვამს, რომ ევროპის საბჭოს წევრობა ადამიანის უფლებებისა და ევროპული ღირებულებების ერთგულებას გულისხმობს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, მე ყოველთვის მზად ვიყავი დიალოგისთვის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოსთანაც. ჩვენ ბოლო პერიოდშიც გვქონდა კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს გამჭვირვალე და გულწრფელი საუბრები, თუმცა ეს ყოველთვის საჯაროდ არ იქნება.

მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები იმას, რაც ამჟამად ხდება. ვიცი, რომ მიმდინარეობს განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს და, როგორც ყოველთვის, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ ევროპის საბჭოს წევრობა ღირებულებებისადმი ერთგულებასაც გულისხმობს. მხედველობაში მაქვს ის, რომ 46-ვე წევრი სახელმწიფო ერთგულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრინციპების. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია განვავითაროთ ურთიერთობები და თანამშრომლობა. მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს ვალდებულებები კვლავ და კვლავ უნდა დავადასტუროთ, გავაგრძელოთ დიალოგი და ერთობლივი მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოსთანაც, რა თქმა უნდა",- თქვა ალან ბერსემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ საქმე აღიძრა | პროკურატურა

დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ საქმე აღიძრა | პროკურატურა

BM.GE

ქართული არქიტექტურის საერთაშორისო წელი - ალფა არქიტექტურა: ერთი ხელწერა, ოთხი აღიარება

ქართული არქიტექტურის საერთაშორისო წელი - ალფა არქიტექტურა: ერთი ხელწერა, ოთხი აღიარება

BM.GE

დეველოპერი მერიას, ვაკეში კოეფიციენტის 40 სართულამდე გაზრდისთვის ₾31.7 მილიონს სთავაზობს

დეველოპერი მერიას, ვაკეში კოეფიციენტის 40 სართულამდე გაზრდისთვის ₾31.7 მილიონს სთავაზობს

BM.GE

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი - საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი - საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

BM.GE