
საქართველოში ნორვეგიას ახალი ელჩი ჰყავს
საქართველოში ნორვეგიას ახალი ელჩი ჰყავს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, 2026 წლის 27 აგვისტოს, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა, ლისე სინოვე ნორდგორდმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
"სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას და მათი გაღრმავების შესაძლებლობებს. ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში", - იტყობინება საგარეო უწყება.
ცნობისთვის, ლისე სინოვე ნორდგორდამდე ნორვეგიის ელჩის პოზიციას ბერგლიოტ ჰოვლანდი იკავებდა.
BM.GE
წყარო: bm.ge