მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში რჩებიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების იდეაზე უარს არ ამბობენ - ბადრა გუნბა
საქართველოში რჩებიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების იდეაზე უარს არ ამბობენ - ბადრა გუნბა

საქართველოში რჩებიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების იდეაზე უარს არ ამბობენ - ბადრა გუნბა

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 22:41|bm.ge

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში რჩებიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების იდეაზე უარს არ ამბობენ. ამის შესახებ მან სოხუმში, „აფხაზი ხალხის სამამულო ომში გამარჯვების 33-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა“ - წერს TASS.

„დღეს აფხაზეთში მშვიდობიანი ცხოვრებაა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს ირგვლივ ვითარება რთული რჩება. ვხედავთ, რომ საქართველოში კვლავ არიან ძალები, რომლებიც უარს არ ამბობენ აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების იდეაზე. ეს ჩვენგან მოითხოვს მუდმივ მზადყოფნას, დავიცვათ ჩვენი სამშობლო. ჩვენ ვაძლიერებთ აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს, ვზრდით მათ საბრძოლო უნარიანობას და ვავითარებთ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან.

ჩვენ არ გვსურს ომი. ჩვენ გვსურს მშვიდობა და სიმშვიდე ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დღევანდელი აღლუმი არ არის მხოლოდ პატივის მიგება გამარჯვებულთა თაობისადმი. ეს იმის დასტურია, რომ აფხაზეთს ახსოვს თავისი ისტორია და გააჩნია ძალები საკუთარი სამშობლოს დასაცავად“, - განაცხადა გუნბამ.

თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს.

„მიიღეთ გულითადი ლოცვა გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაულია აფხაზი ხალხის სიმტკიცის, სიმამაცისა და ერთიანობის სიმბოლო, რომელმაც დაიცვა თავისი კანონიერი უფლება თავისუფალ და მშვიდობიან ცხოვრებაზე. რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მეგობრულ, მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“, - ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE