მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში სიმსივნეების შემთხვევები 12.7%-ით გაიზარდა - რომელი დაავადებები იყო გავრცელებული 2025 წელს?
საქართველოში სიმსივნეების შემთხვევები 12.7%-ით გაიზარდა - რომელი დაავადებები იყო გავრცელებული 2025 წელს?

საქართველოში სიმსივნეების შემთხვევები 12.7%-ით გაიზარდა - რომელი დაავადებები იყო გავრცელებული 2025 წელს?

BM.GE30 ივლისი, 2026, 04:00|bm.ge

2025 წელს, მოსახლეობაში ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სასუნთქი სისტემის, თვალისა და მისი დანამატების, ძვალკუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების, სისხლის მიმოქცევის სისტემის და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლების მიხედვით, 2025 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად შემდეგ ჯგუფებში გაიზარდა:

• თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები (14.2%); • სიმსივნეები (12.7%); • ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები (10.6%); • ძვალკუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები (8.9%); • თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები (6.8%).

ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს შიდსით დაავადების 562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 53 ერთეულით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შიდსით დაავადებულთა კუმულაციური რიცხოვნობა 11 568 ერთეულით განისაზღვრა. 2025 წელს შიდსით 150 პირი გარდაიცვალა.

2025 წელს, წინა წელთან შედარებით ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 7.3%-ით ნაკლები იყო. ტუბერკულოზით დაავადებული მოსახლეობის რიცხოვნობა 12.9%-ით შემცირდა და 1 142 შეადგინა.

2025 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება დაახლოებით 1.15 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 99% უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

13 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

13 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

BM.GE

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

BM.GE

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

BM.GE