მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორის ბრუნვა ₾11.4 მლრდ-მდე გაიზარდა - Galt & Taggart
საქართველოში ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორის ბრუნვა ₾11.4 მლრდ-მდე გაიზარდა - Galt & Taggart

საქართველოში ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორის ბრუნვა ₾11.4 მლრდ-მდე გაიზარდა - Galt & Taggart

BM.GE24 ივლისი, 2026, 16:55|bm.ge

2025 წელს საქართველოს ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის ბრუნვა 9%-ით გაიზარდა და ₾11.4 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომელიც Galt & Taggart-მა დღეს წარადგინა.

საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ საქართველოს სასაწყობე ბაზარი გარდამავალ ეტაპზეა. „ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის ზრდამ საწყობებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც მიწოდების ტემპის დაჩქარებაში აისახა, მაღალი კლასის დიდი ფართების დეფიციტმა ქირა მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო მსხვილმა კომპანიებმა პასუხად საკუთარი თანამედროვე სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა დაიწყეს. საწყობების უმეტესობაში კომპანიები საკუთარ ლოგისტიკურ ჯაჭვს თავად მართავენ, 3PL კვლავ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა ზრდის პოტენციალი აქვს ადგილობრივი ელ-კომერციის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან მოთხოვნის ზრდის და უცხოური კომპანიების ქვეყანაში შემოსვლის გათვალისწინებით“, - ასეთია დარგის ზოგადი შეფასება.

რაც შეეხება სექტორის შემოსავლებს, მიმოხილვის მიხედვით, გასულ წლებში შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, აქტივობა კი ძირითადად თბილისში, ფოთსა და ბათუმშია კონცენტრირებული.

საინვესტიციო ბანკის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი მშპ-ში სტაბილურად 6-7%-ის ფარგლებშია, რაც განვითარებული ლოგისტიკური ჰაბების მაჩვენებელს ჩამორჩება და ამავე დროს, ზრდის პოტენციალზე მიუთითებს.

„გაზრდილმა ტვირთბრუნვამ მოთხოვნა დიდწილად საპორტო ქალაქებში საწყობებზე გაზარდა, ხოლო, თბილისში ზრდის მთავარი მიზეზი გაზრდილი სამომხმარებლო დანახარჯები იყო, რამაც ახალ სასაწყობე ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა გააჩინა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

Galt & Taggart-ის მონაცემებით, საქართველოში 1.77 მლნ კვ.მ.-ის სასაწყობე ფართია, აქედან თბილისში 1.26 მლნ კვ.მ., ბათუმში - 0.34 მლნ კვ.მ.; ფოთში - 0.17 მლნ კვ.მ.მნიშნელოვანია, რომ ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ქირა, რაც კვ.მ.-ზე 6.3 დოლარს შეადგენს, თბილისშია. ბათუმში ქირის ფასი 5.4 დოლარია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთმა Rheinmetall-ი და ევროკავშირის 13 სხვა ინდუსტრიული კომპანია დაასანქცირა

ჩინეთმა Rheinmetall-ი და ევროკავშირის 13 სხვა ინდუსტრიული კომპანია დაასანქცირა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია: რა იცვლება საქართველოს ეკონომიკისთვის?|თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება

ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია: რა იცვლება საქართველოს ეკონომიკისთვის?|თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება

BM.GE

სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

BM.GE

გაინტერესებს, როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?

გაინტერესებს, როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?

BM.GE