მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში ყვავილების იმპორტი $12 მილიონამდე გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი ეკვადორია
საქართველოში ყვავილების იმპორტი $12 მილიონამდე გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი ეკვადორია

საქართველოში ყვავილების იმპორტი $12 მილიონამდე გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი ეკვადორია

BM.GE4 ივლისი, 2026, 23:20|bm.ge

საქართველოში ყვავილებისა და კოკრების იმპორტი 2026 წლის იანვარ-მაისში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში ყვავილებისა და კოკრების იმპორტმა $11.8 მლნ-ის 1 740 ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი $8 მლნ-ს და 1 178 ტონას უტოლდებოდა. ეს ნიშნავს, რომ იმპორტი ღირებულებით 46.1%-ით, ხოლო მოცულობით 47.7%-ით გაიზარდა.

მთავარი მომწოდებელი ქვეყანა ეკვადორია, საიდანაც საქართველოში $5.2 მლნ-ის 608 ტონა ყვავილი შემოვიდა. მას მოსდევს სომხეთი $2.6 მლნ-ის 588 ტონით, ნიდერლანდები - $1.6 მლნ-ის 101 ტონით, თურქეთი - $993 ათასის 317 ტონით და კენია - $906 ათასის 91 ტონით. შედარებით მცირე მოცულობებით ბაზარზე წარმოდგენილია ეთიოპია, ჩინეთი, იტალია, აზერბაიჯანი და ირანი.

საგულისხმოა, რომ სომხეთი საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მომწოდებელია - თუ 2025 წლის იანვარ-მაისში ამ ქვეყნიდან $1.7 მლნ-ის 313 ტონა ყვავილი შემოვიდა, წელს მაჩვენებელი $2.6 მლნ-მდე და 588 ტონამდე გაიზარდა, რაც 49.3%-იან ზრდას ნიშნავს. შედეგად, სომხეთის წილი საქართველოს ყვავილებისა და კოკრების მთლიან იმპორტში 22.2%-ს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE