მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სარფი–ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა
სარფი–ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა

სარფი–ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 00:54|bm.ge

სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, სარფი–ფოთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

უწყების ცნობით, აკრძალვა იმოქმედებს იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება.

მათივე ცნობით, შეზღუდვის მიზეზია აღნიშნულ მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული პროცესი, რის შედეგადაც ჩამოიშალა გზის გამაგრებული გვერდულის ნაწილი და არსებობს სავალი ნაწილის დაზიანების საფრთხე.

შეზღუდვის მოქმედების პერიოდში 3 500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ალტერნატიული მარშრუტით:

სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი აღნიშნული კატეგორიის ავტოტრანსპორტი გზის 89-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზაზე და 72-ე კმ-ზე მდებარე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუბრუნდება სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზას.

მსუბუქი ავტომობილები იმოძრავებენ შეუზღუდავად.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილზე არსებულ ვითარებას მონიტორინგს უწევს და შესაბამის ღონისძიებებს გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ

დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ

BM.GE

ჩემი სასამართლო პროცესები დაიხურა... ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი|ღარიბაშვილი

ჩემი სასამართლო პროცესები დაიხურა... ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი|ღარიბაშვილი

BM.GE