მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასამართლომ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთათვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა
სასამართლომ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთათვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა

სასამართლომ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთათვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა

BM.GE22 აგვისტო, 2026, 15:41|bm.ge

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პარასკევს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა გააუქმა, რომლის მიხედვითაც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერებული იყო. მოსამართლე ჯანეტ ვარგასმა მიიჩნია, რომ აღნიშნული პოლიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას სცილდებოდა.

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ვარგასის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იანვარში გამოცხადებული პოლიტიკა „აშკარად უკანონო“ იყო და ფედერალურ საიმიგრაციო კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა.

მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელმწიფო მდივანს არ ანიჭებს უფლებამოსილებას, საკონსულო ოფიცრების მიერ საიმიგრაციო ვიზების დამუშავების პროცესი ეროვნების მიხედვით აკრძალოს.

ვარგასის 61-გვერდიან გადაწყვეტილებაში ასევე უარყოფილია ადმინისტრაციის მიერ პოლიტიკის საჯარო დასაბუთება, რომლის მიხედვითაც სამიზნე ქვეყნებიდან აშშ-ში ჩასული მიგრანტები შესაძლოა საზოგადოებრივი შეღავათებით ესარგებლათ და ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფინანსურ ტვირთად ქცეულიყვნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე აუქმებს იმ სავიზო განაცხადებზე უარის თქმას, რომლებიც მხოლოდ აღნიშნულ პოლიტიკას ეფუძნებოდა. შეზღუდვა 2026 წლის იანვარში ამოქმედდა. შესაბამისად, გადაწყვეტილებამ შესაძლოა ათასობით უკვე განხილული სავიზო განაცხადის ხელახლა გადახედვის საჭიროება შექმნას.

საქმეში მოსარჩელეებს შორის არიან აშშ-ის ექვსი მოქალაქე, რომლებიც აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო მათ ნათესავებს განადან, იამაიკიდან, გვატემალასა და ეთიოპიიდან აშშ-ში გასამგზავრებელი საიმიგრაციო ვიზების მიღებაზე უარი ეთქვათ.

ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა 2026 წლის 21 იანვრიდან 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. ჩამონათვალში შედიოდა საქართველოც.

შეზღუდვა შეეხო შემდეგ ქვეყნებს: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოტ-დ’ივუარი, კოლუმბია, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 180 სტატია.

  • პეკინი ირანის მიმართ ტრამპის ეკომომიკურ მუქარას ეხმაურება: სანქციების პოლიტიკა არცერთი მხარის ინტერესებს არ ემსახურებაიმედი
  • „ამ თავგზააბნეული კაცის ბოდვას გავასწორებთ“ — ირანი ტრამპის განცხადებას ეხმაურებაფორმულა
  • ტრამპი კიმ ჩენ ინზე: მე მას ვუგებ, ის კი მე მიგებსრუსთავი 2
  • ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპიტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

საპენსიო ფონდის მიერ დაწერილი ჯარიმების მოცულობა 700%-ით, 6.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა

საპენსიო ფონდის მიერ დაწერილი ჯარიმების მოცულობა 700%-ით, 6.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა

BM.GE

"გამოიყენეთ SPF 30 ან მეტი დაცვის მქონე კრემი"- NCDC-ის რეკომენდაციები მზისგან დაცვისთვის

"გამოიყენეთ SPF 30 ან მეტი დაცვის მქონე კრემი"- NCDC-ის რეკომენდაციები მზისგან დაცვისთვის

BM.GE

იანვარ-ივლისში ავტომფლობელებმა რეკორდული 164 მილიონი ლარის ჯარიმები გადაიხადეს

იანვარ-ივლისში ავტომფლობელებმა რეკორდული 164 მილიონი ლარის ჯარიმები გადაიხადეს

BM.GE

სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა გაიზარდა - რამდენი სატვირთო მოძრაობს საქართველოს გზებზე?

სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა გაიზარდა - რამდენი სატვირთო მოძრაობს საქართველოს გზებზე?

BM.GE