მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას მწვანე ბარათის გათამაშების აღდგენა დაავალა
სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას მწვანე ბარათის გათამაშების აღდგენა დაავალა

სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას მწვანე ბარათის გათამაშების აღდგენა დაავალა

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 16:26|bm.ge

სან-დიეგოს ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, 2027 წლისთვის ე.წ. "მრავალფეროვნების სავიზო გათამაშების", იგივე "მწვანე ბარათის" ლატარიის რეგისტრაცია გახსნას.

აშშ-ის საოლქო მოსამართლე ჯინსუკ ოჰტას განკარგულება მსოფლიოს მასშტაბით 55 000-მდე ადამიანს მისცემს საშუალებას, შეერთებულ შტატებში მუდმივი ბინადრობის მისაღებად განაცხადი შეიტანოს.

ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ამ პროგრამას ეწინააღმდეგება, მიმდინარე წელს სარეგისტრაციო პერიოდი დროულად არ გახსნა, შემდგომ კი ამტკიცებდა, რომ ამის გაკეთება უკვე ძალიან გვიანი იყო.

სამხრეთ კალიფორნიის საადვოკატო ფირმამ Red Eagle Law, რომელიც იმიგრანტებს პროგრამაში განაცხადის შეტანაში ეხმარება, სასამართლოსგან მოითხოვა წინასწარი განკარგულება, რომელიც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ლატარიის რეგისტრაციის გახსნას დაავალდებულებდა. ფირმამ რუბიოს წინააღმდეგ სარჩელი აგვისტოში შეიტანა. Red Eagle Law-ს დამფუძნებლისა და მფლობელის, კურტის მორისონის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან რეგისტრაციის არგახსნა პროგრამის დე ფაქტო გაუქმებას ნიშნავდა.

მოსამართლე ოჰტამ რუბიოს დაავალა, პროგრამის სარეგისტრაციო პერიოდის შესახებ საჯაროდ არაუგვიანეს 15 ოქტომბრის შუაღამემდე გამოაცხადოს.

გარდა ამისა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის პერიოდი 30 დღეს უნდა გაგრძელდეს.

ვერდიქტი ასევე ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს, მიიღოს სარეგისტრაციო პერიოდში წარდგენილი ელექტრონული განაცხადები, თუ აპლიკანტები საკვალიფიკაციო და დოკუმენტურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

დაბოლოს, გადაწყვეტილება მოითხოვს, რომ უწყებამ შეატყობინოს გათამაშებაში გამარჯვებულ პირებს და მათი განაცხადები ჩვეულებრივი პროცედურით დაამუშაოს იქამდე, სანამ ყველა ხელმისაწვდომი ვიზა არ გაიცემა ან სანამ ფისკალური წელი 2027 წლის სექტემბრის ბოლოს არ დასრულდება.

წინა სასამართლო მოსმენებზე მორისონი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა შეცდომაში შეიყვანა საადვოკატო ფირმა და პოტენციური აპლიკანტები, როდესაც აცხადებდა, რომ "მწვანე ბარათის" ლატარია გარკვეულ ცვლილებებს გადიოდა და წელს დაგვიანდებოდა. მორისონის თქმით, ეს იყო რუბიოსა და ტრამპის ადმინისტრაციის ტაქტიკა, რათა პროგრამა შეეფერხებინათ მანამ, სანამ შეძლებდნენ ეთქვათ, რომ მისი ამოქმედება უკვე ძალიან გვიანი იყო.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ პროგრამას ჯერ კიდევ თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ეწინააღმდეგებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 170 სტატია.

  • 12 სენატორი ტრამპს მოუწოდებს, პუტინთან რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება გააუქმოსფორმულა
  • ტრამპის ენერგეტიკული გარიგება პუტინთან და ზელენსკის პასუხი - ახალი კრიზისი თეთრ სახლსა და კიევს შორისრუსთავი 2
  • ტრამპი რუსეთიდან დიზელის ყიდვაზე: ამერიკელი ხალხისთვის სწორი არჩევანი გავაკეთეტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

კორუფციაში ბრალდებულმა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ 500 000-ლარიანი გირაო ქონებით უზრუნველყო

კორუფციაში ბრალდებულმა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ 500 000-ლარიანი გირაო ქონებით უზრუნველყო

BM.GE

City Mall-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები ელოდებათ

City Mall-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები ელოდებათ

BM.GE

პარლამენტის არცერთ კომიტეტს სხდომაზე თანამდებობის პირი არ მოუწვევია - 3 თვის ანგარიში

პარლამენტის არცერთ კომიტეტს სხდომაზე თანამდებობის პირი არ მოუწვევია - 3 თვის ანგარიში

BM.GE

სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის

სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის

BM.GE