მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენს 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენს 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენს 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევა

BM.GE7 ივლისი, 2026, 17:58|bm.ge

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვეყნის ულტრამემარჯვენე ლიდერის, მარინ ლე პენის გამამტყუნებელი განაჩენი ევროპარლამენტის სახსრების მითვისების საქმეზე. თუმცა, მიღებული გადაწყვეტილება 57 წლის პოლიტიკოსს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს.

საქმე ეხება ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ მიერ საპარლამენტო ასისტენტების ფიქტიურად დასაქმების მრავალწლიან პრაქტიკას. მიმდინარე წლის 7 ივლისს სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკოსი კვლავ დამნაშავედ რჩება.

სასამართლომ ძალაში დატოვა 100 000-ევროიანი ჯარიმა და სამწლიანი პატიმრობა, საიდანაც ორი წელი პირობითია. დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკოსს საპატიმროში წასვლა არ მოუწევს, თუმცა ის ვალდებული იქნება, ელექტრონული სამაჯური ატაროს.

მარინ ლე პენსა და საფრანგეთის გენერალურ პროკურორს ათი დღის ვადა აქვთ, რათა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის მარტის განაჩენით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, რაც მას ავტომატურად უსპობდა 2027 წლის აპრილის არჩევნებში მონაწილეობის შანსს. სააპელაციო სასამართლომ ეს ვადა 45 თვემდე შეამცირა. ვინაიდან საქმის მსვლელობისას უკვე გასულია 30 თვე, დარჩენილი 15 თვე თეორიულად აძლევს მას შესაძლებლობას, საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ევროკრედიტმა" ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა

"ევროკრედიტმა" ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა

BM.GE

გაგიკ წარუკიანის რეზიდენციიდან ლომები ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს

გაგიკ წარუკიანის რეზიდენციიდან ლომები ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს

BM.GE

„მოთხოვნა თბილისიდან უფრო მაღალია“ - რამდენი ბილეთი გაიყიდა ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ამოქმედების შემდეგ?

„მოთხოვნა თბილისიდან უფრო მაღალია“ - რამდენი ბილეთი გაიყიდა ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ამოქმედების შემდეგ?

BM.GE

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, შენგენის ზონაში ავიამგზავრებისთვის ხელბარგი უფასო იქნება

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, შენგენის ზონაში ავიამგზავრებისთვის ხელბარგი უფასო იქნება

BM.GE