მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვს
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვს

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვს

ტვ პირველი7 სექტემბერი, 2026, 16:49|tvpirveli.ge

სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, პატიმრობაში მყოფი გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვს. როგორც ლანა ცერცვაძემ დღევანდელი პროცესისი დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე, მოსამართლის მხრიდან ბრალდებულის უფლებების დარღვევა მოხდა.

უფლებადამცველის განცხადებით, მოსამართლემ დაცვის მხარეს არ მისცა საშუალება გამოეკითხათ ის პირები, რომლებიც თავის დროზე ბრალდების მხარემ გამოკითხა.

ადვოკატის განმარტებით, საუბარია იმ მოწმეებზე, რომლებმაც, სავარაუდოდ, ლილუაშვილის სასარგებლო ჩვენება მისცეს.

როდესაც ბრალდების მხარეს ევალება, რომ სრულად გადმომცეს მე, როგორც გამამტყუნებელი, ასევე გამამართლებელი მტკიცებულებები, ბუნებრივია, დაცვის მხარეს ის მოლოდინი აქვს, რომ ეს მტკიცებულებები გადმოგვეცემოდა. თუნდაც ბრალდების მხარეს თავის ნუსხაში ეს არც გამოეყენებინა და თავის სამტკიცებელ მტკიცებულებად არ აეღო საზომად, მაგრამ, ის ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობით, რომ სრული ინფორმაცია გადმოსცეს დაცვის მხარეს და სწორედ ეს დაარღვია ბრალდების მხარემ. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მიმართა ხრიკს, ეგრეთ წოდებულს, რომ არასადაოდ გახადა, თითქოსდა, მოწმეთა ჩვენებეები, რომლებიც ფიზიკურად თვალით არ გვაქვს ნანახი და ნანახი არ აქვს მოსამართლეს, რომლემაც გამამტყუნებელი, ან გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მომხდარმა ამბავმა საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ სასამართლო შესაძლოა, არ იყოს ობიექტური, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 23 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდეს.

სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს - ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:

რას ედავებიან ლილუაშვილს?

ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით; გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით; 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000; პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • შსს: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დენის კულანინს მისთვის სასურველი მიმართულებით საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მიეცა. მას ქვეყანაში შემოსვლა 5 წლით აეკრძალებაიმედი
  • ადვოკატის თქმით სუსი ლევან ხაბეიშვილს ტელეფონს სასამართლოს განაჩენის მიუხედავად არ უბრუნებსფორმულა
  • გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი განმარტავს, რა ჩვენებები მისცეს სასამართლოს ელისო კილაძემ და გიორგი მიქაძემBM.GE
  • სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მოსამართლის შესარჩევი კონკურსი ისევ გახანგრძლივდანეტგაზეთი
სასამართლოს →ადვოკატი →ლილუაშვილის →

მსგავსი სტატიები

TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ

TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ

ტვ პირველი

რუსეთში საწვავის ქურდობის საქმეზე პოლიციის კიდევ ორი მაღალჩინოსანი დააკავეს

რუსეთში საწვავის ქურდობის საქმეზე პოლიციის კიდევ ორი მაღალჩინოსანი დააკავეს

ტვ პირველი

ავარიული შენობები და გაჭიანურებული რეაბილიტაცია - რა ხდება საჯარო სკოლებში

ავარიული შენობები და გაჭიანურებული რეაბილიტაცია - რა ხდება საჯარო სკოლებში

ტვ პირველი

ლილუაშვილის ოჯახი არ პასუხობს კითხვას, აპირებს თუ არა გრიგოლ ლილუაშვილი წერილის გამოქვეყნებას

ლილუაშვილის ოჯახი არ პასუხობს კითხვას, აპირებს თუ არა გრიგოლ ლილუაშვილი წერილის გამოქვეყნებას

ტვ პირველი